Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისში ამერიკისმცოდნეობაში საზაფხულო სკოლა გაიხსნება

თარიღი : 12-07-2016, 18:51 | კატეგორია: ახალი ამბები   
topnews.com.ge
ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში ამერიკისმცოდნეობაში საზაფხულო სკოლა გაიხსნება. სწავლება ინეტრდისციპლინარული იქნება და 18 ივლისიდან 1-ლ აგვისტომდე პროფესორ ვახტანგ ამაღლობელის სახელობის ამერიკის შესწავლის ცენტრში გაიმართება.

საზაფხულო სკოლის დასაკომპლექტებლად გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობის მიღება საქართველოს ნებისმიერი უმაღლესი სასწავლებლის, როგორც ბაკალავრიატის, ასევე მაგისტრატურის სტუდენტებს შეუძლიათ. უპირატესობა მიენიჭებათ A და B კატეგორიის შეფასების მქონე სტუდენტებს.

ორი კვირის განმავლობაში სტუდენტები მოისმენენ მოკლე სალექციო კურსებს შემდეგ საგნებში:
აშშ-ს ისტორია;
ამერიკის გეოგრაფია;
აშშ-ს ეკონომიკა;
ამერიკული ლიტერატურა;
ამერიკული საზოგადოება და კულტურა;
1920-იანი წლების ამერიკა;
ქალთა მოძრაობა აშშ-ში.

სასწავლო კურსის ბოლო დღეს, სტუდენტს საზაფხულო სკოლის პერიოდში გავლილი ერთ-ერთი თემის შესახებ პრეზენტაციის მომზადება ევალება. პრეზენტაციის დასრულების შემდეგკი სტუდენტებს სერთიფიკატები გადაეცემათ.

ამერიკისმცოდნეობის სპეციალობით საზაფხულო სკოლაში მონაწილეობის მსურველმა სტუდენტებმა ა/წ. 11 ივლისიდან 15 ივლისის დღის 12 საათამდე უნდა წარმოადგინონ თავიანთი CV და აკადემიური მოსწრების დამადასტურებელი დოკუმენტი (ნიშნების ფურცელი, რომელსაც გასცემს შესაბამისი ფაკულტეტის დეკანატი).

ამერიკისმცოდნეობის სპეციალობით საზაფხულო სკოლაში სწავლას სრულად აფინანსებს აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ხოლო სწავლება მიმდინარეობს ქართულ ენაზე.

სასწავლო პროცესი დაიწყება 9:00 საათზე და დასრულდება 15:00 საათზე. სტუდენტები უზრუნველყოფილი იქნებიან ლანჩით.

სასწავლო პროცესის გარდა, საზაფხულო სკოლა მოიცავს ერთდღიან ექსკურსიებს და საინფორმაციო ვიზიტს აშშ-ს საელჩოში (თბილისში).

დოკუმენტების წარდგენა უნდა მოხდეს, როგორც ელექტრონულად მისამართზე: ia.iashvili@atsu.edu.ge ასევე, ამობეჭდილი სახით ამერიკის შესწავლის ცენტრში (პერიოდიკის ბიბლიოთეკის გვერდით).


ნანახია: 1760-ჯერ

მსგავსი სიახლეები
სკოლას წერეთლის უნივერსიტეტი აფინანსებს
სკოლა სამი კვირის განმავლობაში გაგრძელდება და მასში მონაწილეობას აწსუს აგრარული ფაკულტეტის 25 სტუდენტი მიიღებს.
36 საუკეთესო მოსწავლე შეირჩევა, რომლებიც ორი კვირით დიდ ბრიტანეთში, ინგლისური ენის შემსწავლელ საზაფხულო სკოლაში გაემგზავრებიან.
ქუთაისის კულტურის ცენტრსა და შემოქმედებით სახლში კინოჩვენებები ივლისის თვეში პერმანენტულად მიმდინარეობს. ჩვენებებზე დასწრება
სასწავლებლის სტუდენტებს შორის 7 სტუდენტი 100%-იანი სასწავლო გრანტის მფლობელია.
იმერეთის რეგიონში საზაფხულო ბანაკები ხუთ მუნიციპალიტეტში ფუნქციონირებს.

ამინდი