ხვადაგიანი ბოტანიკური ბაღის დირექტორის თანამდებობაზე მოღვაწეობის წლებს აჯამებს
თარიღი : 12-07-2016, 15:40 | კატეგორია: ახალი ამბები

მოძრაობა "სახელმწიფო ხალხისთვის" ქუთაისის საქალაქო ორგანიზაცია ბოტანიკური ბაღის ყოფილმა დირექტორმა ამირან ხვადაგიანმა ჩაიბარა. ხვადაგიანი ბოტანიკური ბაღის დირექტორის თანამდებობაზე მოღვაწეობის წლებს აჯამებს.
,,წასვლაზე გადაწყვეტილება მიღებულია. მადლობა ყველას!
ჩემი - ამირან ხვადაგიანის ქუთაისის ბოტანიკურ ბაღში მოსვლის ერთადერთი მიზანი ბოტანიკური ბაღის გადარჩენა იყო. ბოტანიკური ბაღი, როგორც ერთ-ერთი ფასეული კულტურული ძეგლი, გადარჩენილია. ის ჩვენი ქალაქისა და ჩვენი ქვეყნის სამსახურშია. დარწმუნებული ვარ, მის მომავალ არსებობას არასდროს საფრთხე არ შეექმნება.
უღრმესი მადლობა მინდა ვუთხრა ბაღის თითოეულ თანამშრომელს იმ ერთგულებისათვის, იმ შრომისათვის, რაც მათ გაიღეს ბოტანიკური ბაღის გადარჩენის საქმეში.
მადლობა ჩვენს თანაქალაქელებს, ვისაც ესმოდა ბოტანიკური ბაღის არსებობის მნიშვნელობა და მატერიალურად, ფიზიკურად თუ სულიერად გვედგა გვერდში ამ დიდ საქყვეყნო საქმეში.
ქალაქის თვითმმართველობისა და ბოტანიკური ბაღის ხელმძღვანელობის სწორმა ხედვამ შეგვაძლებინა 250-მდე მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელება, რამაც ქვეყანას გადაურჩინა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი.
მიზანი მიღწეულია! ქუთაისის ბოტანიკური ბაღის ხალხის სამსახურშია!
მივიღე გადაწყვეტილება, დავტოვო ბოტანიკური ბაღის ხელმძღვანელის თანამდებობა. ბედნიერი ვარ იმით, რაც გაკეთებულია. საქმე ძალიან ბევრია. ვალდებული ვართ ერთგულებითა და სიყვარულით ვემსახუროთ ჩვენს ქალაქს, ჩვენს ქვეყანას. ეს სჭირდება ჩვენს მომავალს.
დიდი სიყვარულით, ამირან ხვადაგიანი,"- აცხადებს ხვადაგიანი.