წერეთლის უნივერსიტეტში ჩეხურ-ქართული საზაფხულო სკოლა გაიხსნა
თარიღი : 12-07-2016, 15:12 | კატეგორია: ახალი ამბები

ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში საზაფხულო სკოლა-„აგრო-კოოპერატივები და ინსტიტუციები სოფლის განვითარების საქმეში“ გაიხსნა.
საზაფხულო სკოლის მიზანი კულტურული გაცვლა, სტუდენტთა კვლევითი უნარ-ჩვევების გაუმჯობესება და საველე კვლევისათვის საჭირო უნარების გაძლიერებაა.
სკოლა სამი კვირის განმავლობაში გაგრძელდება და მასში მონაწილეობას აწსუს აგრარული ფაკულტეტის 25 სტუდენტი მიიღებს, მათ შორის 4 ჩეხი. საზაფხულო სკოლის მონაწილეებს ლექციებს ჩეხეთისა და აწსუ-ს პროფესორ-მასწავლებლები წაუკითხავენ.
საზაფხულო სკოლა ჩეხეთის მთავრობის მიერაა დაფინანსებული. პროექტი პრაღის სიცოცხლის შემსწავლელი უნივერსიტეტისა და აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ ერთობლივად ხორციელდება.