"ახალი სახეების წარდგენაზე აუცილებლად მოვითხოვ სიტყვას და ვიქნები კრიტიკული"

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ომარ ნიშნიანიძე, ხვალ, საგურამოში, "ქართული ოცნების" ახალი სახეების წარდგენას ეხმაურება.
მისი თქმით, პარტიულ ღონისძიებაზე მიწვეულია, თუმცა არ იცის რა სტატუსით.
ნიშნიანიძის თქმით, "ქართული ოცნების" წევრთა უმრავლესობა დაბნეულია, რადგან არ აქვთ ინფორმაცია, ვინ იქნება პროპორციულ და მაჟორიტარულ სიებში.
"ახალი სახეების წარდგენაზე აუცილებლად მოვითხოვ სიტყვას და ვიქნები კრიტიკული. თუ სიტყვას არ მომცემენ, მაინც ვიტყვი სათქმელს. ძალიან გაურკვევლობაა ჩვენს თავს. 18 ივლისს, მაჟორიტარები უნდა დაასახელონ იმერეთში, მე ქუთაისის ერთ-ერთ ოლქში მაჟორიტარობა მსურს და იმასაც არ გვეუბნებიან, ვიქნები თუ არა კანდიდატი. არ მინდა "ქართულმა ოცნებამ" უმადურობა გამოიჩინოს და "ოცნება" არ დაგვიფასოს" , - აცხადებს ომარ ნიშნიანიძე.