Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

თერჯოლის გამგებელი ძევრის ინგლისურენოვან საზაფხულო ბანაკს ესტუმრა

თარიღი : 12-07-2016, 12:11 | კატეგორია: ახალი ამბები   
topnews.com.ge
თერჯოლის მუნიციპალიტეტის გამგებელი თეიმურაზ ჯაფარიძე სოფ. ძევრის საჯარო სკოლაში გახსნილ ინგლისურენოვან საზაფხულო ბანაკს ეწვია და ბანაკის მონაწილეების მიერ გამართულ კონცერტს დაესწრო.

„რა კარგია, რომ აქ იკრიბებიან საქართველოს სხვადასხვა რაიონიდან ჩამოსული ახალგაზრდები, მათ შორის აზერბაიჯანული სკოლიდან. ბავშვობიდან დაწყებული ურთიერთობა საუკეთესო მეგობრობად ჩამოყალიბდება და ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავლის საწინდარია,“-აღნიშნა თეიმურაზ ჯაფარიძემ.

„მაკლეინის ორგანიზაცია ბავშვებისათვისა“ და რეგიონალური განვითარების ფონდის მხარდაჭერით, ინგლისურენოვანი საზაფხულო ბანაკი უკვე მე-5 წელია ფუნქციონირებს. ინტელექტუალური თამაშებითა და სპორტული შეჯიბრებებით დატვირთული ბანაკი საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან ჩამოსულ მოსწავლეებს მასპინძლობს. ,,მაკლეინის ორგანიზაცია ბავშვებისათვის“ ძევრის სკოლასთან თანამშრომლობს და მას დაფინანსებასაც უწევს. სკოლისა და ორგანიზაციის ერთობლივი თანამშრომლობით განხორციელებულ პროექტებს შორისაა ზამთრისა და ზაფხულის ინგლისურენოვანი ბანაკების მოწყობა.

ასევე, ,,მაკლეინის ორგანიზაცია ბავშვებისათვის“ აქტიურად მუშაობს ინკლუზიური განათლების მიმართულებით. განათლების სამინისტროსთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე კი თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ძევრისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ნახიდურის აზერბაიჯანულ სკოლას შორის 2014 სასწავლო წელს მეგობრულ-საქმიანი თანამშრომლობა დაიწყო.

ძევრის სკოლის დირექტორის მანუჩარ ფანჩულიძის თქმით, ბანაკების დანიშნულება ბავშვების ლიდერებად გაზრდაა, რათა შემდეგ თავიანთ სკოლებშიც განახორციელონ სხვადასხვა პროექტი. საზაფხულო ბანაკი-"ძევრი 2016" 12 ივლისს დაიხურება.


http://www.picz.ge/img/s4/1607/12/1/1ca4ef08e84b.jpg


NS


ნანახია: 1828-ჯერ

მსგავსი სიახლეები
"მაკლეინის საზაფხულო ბანაკი-ძევრის სკოლა 2015"-ში დამეგობრებული 15 დღის განმავლობაში სხვადასხვა სკოლის 170 მოსწავლე დაისვენებს.
თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ძევრის საჯარო სკოლაში გახსნილ ინგლისურენოვან საზაფხულო ბანაკში იმერეთის მთავარი საინფორმაციო
იმერეთის რეგიონში საზაფხულო ბანაკები ხუთ მუნიციპალიტეტში ფუნქციონირებს.
ბანაკი, რომელშიც ინტელექტუალური თამაშები და სპორტული შეჯიბრებები მოეწყობა, ფუნქციონირებას 12 ივლისამდე გააგრძელებს.
თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერი ბონდო სოფრომაძე მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრ გიორგი ფანჩულიძესა და სხვა ხელმძღვანელ პირებთან

ამინდი