Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

თერჯოლის გამგებელმა სოფელ ძევრში პარკეტის მწარმოებელი ქარხანა დაათვალიერა

თარიღი : 12-07-2016, 11:59 | კატეგორია: ახალი ამბები   
topnews.com.ge
თერჯოლის მუნიციპალიტეტის გამგებელმა თეიმურაზ ჯაფარიძემ სოფელ ძევრის პარკეტის მწარმოებელი საწარმო, რომელიც ამხანაგობა „ძევრის მერქანს“ ეკუთვნის, დაათვალიერა. გამგებელთან ერთად იმყოფებოდნენ იმერეთის რეგიონის სატყეო სამსახურის უფროსი ლევან მიქაძე, იმერეთის სატყეო სამსახურის ზესტაფონის სატყეო უბნის უფროსი დავით ჩხეიძე, გამგებლის წარმომადგენლები ძევრისა და ჩხარის ადმინისტრაციულ ერთეულებში ფრიდონ კუტალაძე და ვასილ ფანჩულიძე, სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ წარმომადგენლები და სხვა სტუმრები, რომლებმაც იხილეს საწარმოშივე მოხარშული ხისაგან პარკეტის დამზადების პროცესი.

ამხანაგობა „ძევრის მერქანის“ დირექტორის პაატა აბჟანდაძის ინფორმაციით, ხის გადადამუშავებელ დაზგა-დანადგარებთან ერთად, საწარმოს ასევე აქვს ე.წ. სახარში, რომელშიც ხდება ხის მოხარშვა და შემდგომში მისი ტრანსპორტირება ახალ შენობაში საბოლოო პროდუქტის მიღების მიზნით. ამ დროისთვის საწარმოში დასაქმებულია 12 ადგილობრივი, უახლოეს მომავალში კი დამატებით 10-13 ადამიანის დასაქმება იგეგმება.
http://www.picz.ge/img/s4/1607/12/e/e2d11e8eace8.jpg


„მოხარული ვარ, რომ საწარმო ფართოვდება, იქმნება სამუშაო ადგილები, რაც დადებითად აისახება როგორც ჩვენი მუნიციპალიტეტის, ასევე ქვეყნის კეთილდღეობაზე. თქვენ სტიმულს აძლევთ სხვებს, რომლებიც ხედავენ თუ როგორ აღწევენ მიზანს გამრჯე და მონდომებული ადამიანები,“-აღნიშნა ამხანაგობის წევრებთან საუბრისას თეიმურაზ ჯაფარიძემ.

სამი კაცისგან შემდგარმა ამხანაგობამ „აწარმოე საქართველოში“ პროგრამის მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის კომპონენტის ფარგლებში სახელმწიფოსგან 15 000 ლარის დაფინანსება მოიპოვა და სოფელ ძევრში პარკეტისა და ასევე ინტერიერისთვის აუცილებელი სხვადასხვა ზედაპირის მქონე ხის მასალის წარმოება დაიწყო. საკუთარი თანამონაწილეობითა და პროგრამით გათვალისწინებული თანადაფინანსებით ამხანაგობის წევრებმა შეიძინეს პარკეტის მწარმოებელი ხაზი და პროდუქციის დამზადებას ევროპული ტექნოლოგიებით ახორციელებენ.


ნანახია: 1845-ჯერ

მსგავსი სიახლეები
თერჯოლის რაიონის სოფელ ძევრში პარკეტის ახალი საწარმო ამუშავდა, რომელიც ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების
სოფელ ძევრში არსებული პარკეტის საწარმო რუბრიკაში 'დამზადებულია იმერეთში'.
თერჯოლის საკრებულოს თავმჯდომარემ სტუმრებს მუნიციპალიტეტის, მოსახლეობის, ადგილობრივი თვითმმართველობისა და მუნიციპალიტეტის
საწარმო ყოველწლიურად მინიმუმ 7 000 ტონა პროდუქციის გადამუშავებას შეძლებს.
თერჯოლის მუნიციპალიტეტის გამგებელმა თეიმურაზ ჯაფარიძემ მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში გამგებლის წარმომადგენლებთან
თერჯოლის მუნიციპალიტეტის გამგებელმა თეიმურაზ ჯაფარიძემ მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში გამგებლის წარმომადგენლებთან