Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისის მერიასთან თავშესაფრის გარეშე დარჩენილები აქციას მართავენ

თარიღი : 12-07-2016, 11:42 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისში, ქალაქის მერიის ადმინისტრაციულ შენობასთან თავშესაფრის გარეშე მყოფი მოქალაქეები აქციას მართავენ. ისინი თავშესაფრის გარეშე დარჩენილებისათვის საცხოვრებლების გადაცემის პროცესის გამჭვირვალობასა და აღნიშნულ პროცესში "ახალი პოლიტიკური ცენტრი-გირჩი"-ს იმერეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელის თემურ ცამციშვილის ჩართვას ითხოვენ. როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, ისინი ყველაზე მეტად შეჭირვებულები არიან და არ იციან რადმენად მოხვდებიან იმ 50 ოჯახს შორის, რომელსაც ქალაქის მერის ბინებს პირველ ეტაპზე გადასცემს. მერიის შენობასთან მყოფ თავშესაფრის გარეშე დარჩენილ მოქალაქეებს ამ წუთებში ქალაქის მერი შოთა მურღულია და საკრებულოს თავმჯდომარე დავით დვალი ხვდებიან.
http://www.picz.ge/img/s3/1607/12/6/6d61cd33b10f.jpg

http://www.picz.ge/img/s4/1607/12/1/12ebff71fa95.jpg

"კომისიის წევრი ვერც ერთი პოლიტიკური პარტიის წევრი ვერ გახდება, რადგან ეს არის თვითმმართველობის საქმე და ბიუჯეტის ხარჯზე ვერც ერთი პოლიტიკური პარტიის წევრი ქულებს ვერ დაიწერს," - განაცხადა მურღულიამ.

ცნობისთვის, ქალაქის მერიამ ქუთისში მყოფი უსახლკარო პირებისათვის საცხოვრებლების მშენებლობაზე კონკურსი გამოაცხადა, სადაც მონაწილეობის სურვილი მხოლოდ ერთმა კომპანიამ გამოთქვა.

ხატია ბანძელაძე


ნანახია: 1846-ჯერ

მსგავსი სიახლეები
"გირჩი" თავშესაფრის გარეშე დარჩენილი ადამიანების მძიმე პირობებზე საუბრობს.
წერილობითი მიმართვა ცამციშვილმა მერიაში დღეს შეიტანა.
აქციის შემდგომ ქალაქის მერმა უსახლკაროებთან შეხვედრა გამართა.
შესაბამის ბრძანებას ხელი ქალაქის მერის მოვალეობის შემსრულებელმა ნოდარ მიქიაშვილმა მოაწერა.
ქუთაისის მერიაში აცხადებენ, რომ აღნიშნულ მოთხოვნასთან დაკავშირებით, ორგანიზაციამ ადგილობრივ ხელისუფლებას წერილობით უნდა მიმართოს.

ამინდი