Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

თემურ ცამციშვილი სოციალური საცხოვრისის მშენებლობაზე ჩატარებულ კომისიის სხდომას ეხმაურება

თარიღი : 11-07-2016, 15:25 | კატეგორია: ახალი ამბები   
topnews.com.ge
"ახალი პოლიტიკური ცენტრი-გირჩის" ქუთაისის ოფისის ხელმძღვანელი თემურ ცამციშვილი ქუთაისის მერიაში სოციალური საცხოვრისის მშენებლობაზე ჩატარებულ კომისიის სხდომას ეხმაურება. როგორც ცამციშვილი ამბობს, კომისიამ მუშაობა დაგვიანებით დაიწყო და 40 წუთში დაასრულა.

,,დღეს მერიაში 13 საათზე უნდა გამართულიყო კომისიის სხდომა ქალაქში მცხოვრებ უსახლკაროთა საცხოვრებელი ფართებით უზრუნველყოფის საკითხთან დაკავშირებით. ადგილზე მისულს 12 საათსა და 40 წუთზე განმიცხადეს, რომ კომისია 12 საათზე შეიკრიბა და წარმატებით დაასრულა მუშაობა 40 წუთში. ჩემთვის ნათელია თუ რას ემსახურება აღნიშნული კომისია და როგორ დაიხარჯება მილიონი ლარი!!!!,"-აცხადებს თემურ ცამციშვილი.

როგორც ქუთაისის მერიაში აცხადებენ, ცამციშვილი პოლიტიკური სუბიექტია და ის კომისიაში მონაწილეობას ვერ მიიღებდა. რაც შეეხება კომისიის მუშაობას, მან მუშაობის ის განრიგი დაიცვა, რომელიც ოფიციალურ საიტზეც გამოქვეყნდა.

,,ცამციშვილი არის პოლიტიკური სუბიექტი, ამიტომ ვერანაირ საბიუჯეტო კომისიაში მონაწილეობას ვერ მიიღებს. ეს კანონით არის განსაზღვრული და სანამ რაიმე საკითხზე ხმაურს ატეხს, მანამდე კანონს ჩახედოს. კომისია დაიწყო დილის 10 საათიდან და საბუთების მიღება დასრულდა 12 საათზე, ესეც ოფიციალურად იყო გამოქვეყნებული ოფიციალურ საიტზე 24.06.2016 წელს,"-აცხადებს ქუთაისის მერიის საბინაო ინფრასტრუქტურის მართვის სამსახურის უფროსი ვლადიმერ ნაკაშიძე.


ნანახია: 1852-ჯერ

მსგავსი სიახლეები
თემურ ცამციშვილი ქუთაისის მერს, შოთა მურღულიას პოლიტიკურ ზეწოლაში ადანაშაულებს.
წერილობითი მიმართვა ცამციშვილმა მერიაში დღეს შეიტანა.
'ახალი პოლიტიკური ცენტრის-გირჩის' ქუთაისის ოფისის ხელმძღვანელი საფეხბურთო კლუბ 'ტორპედოს' მიერ საჩხერის 'ჩიხურასთან' განცდილ
აღნიშნულ ინფორმაციას თავად ცამციშვილი ასაჯაროებს.
'გირჩი' ქუთაისის ცენტრალურ ნაწილში ე.წ. ნაგავსაყრელის არსებობას აპროტესტებს.
მოსახლეობის აღნიშნულ მოთხოვნასთან დაკავშირებით ქუთაისის მერიაში კომენტარს მოგვიანებით გააკეთებენ.

ამინდი