Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

იუსტიციის მინისტრი სოფელ კორბოულში გამართულ ტრენინგს დაესწრო

თარიღი : 11-07-2016, 11:38 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება, მთავარი თემა   
topnews.com.ge
იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ კორბულში გამართულ ტრენინგს დაესწრო. ტრენინგი ახალი პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერების" ფარგლებში ჩატრადა, რომლიც იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედმა სსიპ „საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრმა“ დაიწყო.

სამართლებრივი და პიროვნული განვითარების ტრენინგის გავლა 30 სექტემბრის ჩათვლით საქართველოს 8 რეგიონის 33 სოფელში ნებისმიერ მაცხოვრებელს შეეძლება.

იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, სწავლების თემატიკა სოფლად მცხოვრებთა ინტერესების და საჭიროების გათვალისწინებით შეირჩა და პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავებაზეა ორიენტირებული. ტრენინგების მიზანია სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება, რეგიონის მცხოვრებთა სამართლებრივი ცნობიერების ამაღლება და პიროვნული განვითარების ხელშეწყობა. იუსტიციის სამინისტოს ტრენინგების დასრულების შემდეგ მონაწილეები მიიღებენ სერტიფიკატებს და შეძლებენ, უკეთ ისარგებლონ საკუთარი უფლებებით და სახელმწიფო სერვისებით, აქტიურად მიიღონ მონაწილეობა სახელმწიფოებრივ და საზოგადოებრივ პროცესებში.

ტრენინგების ჩასატარებლად საზოგადოებრივი ცენტრები გამოიყენება. მსურვლებმა ტრენინგში მონაწილეობისათვის რეგისტრაცია იუსტიციის სასწავლო ცენტრის ვებგვერდზე გაიარეს.

ამ დროისთვის, იუსტიციის სასწავლო ცენტრის პროგრამაში- „სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება" 1101 პირია ჩართული.


ნანახია: 1664-ჯერ

მსგავსი სიახლეები
იმ ადგილს, სადაც იუსტიციის სახლის მშენებლობაა დაგეგმილი, 11 ივლისს, 12:00 საათზე იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი მოინახულებს.
ტრენინგები 1 ივლისიდან 30 სექტემბრის ჩათვლით გაიმართება.
იუსტიციის სამინისტრო საზოგადოების წარმომადგენლებთან საჯარო შეხვედრებს გაანგრძობს.
იუსტიციის მინისტრის ინიციატივით, საჯარო და კერძო სკოლების პედაგოგები ახალ პირადობის მოწმებს იუსტიციის სახლებში უფასოდ აიღებენ.

ამინდი