Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

"ნეტა იმ მშობლების ტვინში ჩამახედა, ვინც 'ქართული საჯდომების მცველების' დამფუძნებლის სკოლაში ასწავლის ბავშვს"

თარიღი : 9-07-2016, 18:32 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა, რეკლამა   
topnews.com.ge

იმერეთის მთავარი საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge ხორცპროდუქტების კომპანია "ექსტრა მითი"-ს ფინანსური მხარდაჭერით, გთავაზობთ ჟურნალისტ დათო ლიკლიკაძის საკვირაო რუბრიკას "ჩემი აზრით". აღნიშნულ რუბრიკაში ჟურნალისტი კვირის განმავლობაში განვითარებულ მოვლენებს იუმორისტული კუთხით შეაფასებს.


"ახალი საქართველოს ძველი დიდების დამბრუნებელი, საიდუმლო ორგანიზაცია „ქართული საჯდომების მცველების“ დამფუძნებელი და ბაგრატოვანთა სამეფო გვარის მიერ რაინდად წოდებული ლევან ვასაძე ახალი ინიციატივით გამოდის. მისი თქმით, განათლების სამინისტრომ არამცდაარამც არ უნდა ასწავლოს საგანი „მე და საზოგადოება", რადგან ის ახალგაზრდების გარყვნას ემსახურება. იმედია, ლევან ვასაძის ამ ბნელ წინადადებას განათლების სამინისტრო ისევე ენთუზიაზმით დაიკიდებს, როგორც ზოგადად ამ კაცის გამონათქვამები კიდია ერის პროგრესულ ნაწილს. “თუ არ დამიჯერებს სამინისტრო, მე პირადად ჩემს სკოლაში ამ საგანს არ გავაჭაჭანებ,"- იმუქრება ვასაძე. საუბარია საგანზე, სადაც მოზარდმა საზოგადოებაში მოქცევის წესები, ჰუმანიზმი, ტოლერანტობა და შემწყნარებლობა უნდა ისწავლოს. „მე და საზოგადოება“-ში ძირითადად საუბარია, როგორც საკუთარ, ასევე სხვების უფლებების დაცვაზე. არ მესმის, ეს კაცი რატომ ქადაგებს სიბნელეს, როცა თავისი შვილები ინგლისში დაყავს სასწავლებლად. თვითონ რაც უნდა ის ქნას, იყოს გულთგონთხარა (პრინციპში სადაც უნდა იქ თხარა) და ებრძოლოს რომაული ავენტიკური პლებეური ცრუ ღმერთების იდეებს, მაგრამ რას ერჩის მომავალ თაობას?

არ ვიცი ამ ჩემს აზრებს წაიკითხავს თუ არა მწუხარე სახის რაინდი და თუ წაიკითხავს, მჯერა ათას სისულელეს დაასკვნის. არც არის გათვლილი მასზე გითხრათ მართალი. მე უბრალოდ წუხილს გამოვთქვამ მშობლებზე. ნეტა იმ მშობლების ტვინში ჩამახედა, ვინც ვასაძის სკოლაში ასწავლის ბავშვს. უფასო მაინც, იყოს გაამართლებდა კაცი. ნეტა ვინ არის ის ხალხი, ვინც უდიდეს ფულს იხდის ბავშვების სიბნელისათვის, არადა ცოდნა სინათლეა. თქვენი დათო ლიკლიკაძე".

ცნობისთვის, კომპანია "ექსტრა მითი" კვების პროდუქტების მწარმოებელი, თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი, ევროპული ხარისხის საწარმოა. "ექსტრა მითში" წარმოება 3 ძირითადი მიმართულებით მიმდინარეობს: ხორცპროდუქტები; თევზის პროდუქტები; ნახევარფაბრიკატები. კვების პროდუქტების ბაზარზე წარმოდგენილი მაღალხარისხიანი 100-მდე დასახელების ნატურალური პროდუქტით საპატიო ადგილს იკავებს კონკურენტებს შორის.

თანამედროვე სტანდარტების შესაბამისმა ძვირადღირებულმა დანადგარებმა, საზღვარგარეთ კვალიფიცირებულმა ტექნოლოგებმა, საქმისადმი ერთგულმა თანამშრომლებმა, სწორად წარმართულმა საწარმოო პროცესმა და მართებულად დაგეგმილმა მენეჯმენტმა კომპანიას უმოკლეს ვადებში მიაღებინა ისეთი მნიშვნელოვანი საერთაშორისო სერტიფიკატები, როგორიცაა: HACCP,ISO-9001, ISO -22000.(HACCP - საერთაშორისოდ აღიარებული საფრთხის ანალიზი და კრიტიკული საკონტროლო წერტილების სისტემის სტანდარტი; ISO-9001 საერთაშორისოდ აღიარებული ხარისხის მენეჯმენტის სისტემის სტანდარტი. ISO -22000 საერთაშორისოდ აღიარებული სურსათის უვნებლობის მენეჯმენტის სისტემის სტანდარტი).

აღნიშნული სერტიფიკატების საფუძველზე, „ექსტრა მითი“ შედის საქართველოს მასშტაბით კომპანიათა იმ ოთხეულში, რომლებიც საერთაშორისო ხარისხსა და სტანდარტს აკმაყოფილებს კვების პროდუქტების წარმოებაში.

პროდუქციის ხარისხზე მეტყველებს ასევე არაგენმოდიფიცირებულობის გარანტი NON GMO.

კომპანია მომხმარებლის ნდობის შესანარჩუნებლად კვლავ აქტიურად განაგრძობს არჩეული პრინციპებითა და სტანდარტებით მუშაობას. სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია ავირჩიოთ ჯანსაღი ცხოვრება ჯანსაღ პროდუქტთან ერთად.


ნანახია: 4941-ჯერ

მსგავსი სიახლეები
იმერეთის მთავარი საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge ხორცპროდუქტების კომპანია 'ექსტრა მითი'-ს ფინანსური მხარდაჭერით, გთავაზობთ
იმერეთის მთავარი საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge ხორცპროდუქტების კომპანია 'ექსტრა მითი'-ს ფინანსური მხარდაჭერით, გთავაზობთ
იმერეთის მთავარი საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge ხორცპროდუქტების კომპანია 'ექსტრა მითი'-ს ფინანსური მხარდაჭერით, გთავაზობთ
იმერეთის მთავარი საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge ხორცპროდუქტების კომპანია 'ექსტრა მითი'-ს ფინანსური მხარდაჭერით, გთავაზობთ
იმერეთის მთავარი საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge ხორცპროდუქტების კომპანია 'ექსტრა მითი'-ს ფინანსური მხარდაჭერით, გთავაზობთ
იმერეთის მთავარი საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge ხორცპროდუქტების კომპანია 'ექსტრა მითი'-ს ფინანსური მხარდაჭერით, გთავაზობთ

ამინდი