Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

'არავის მოუმართავს შეკითხვით და არავინ დაინტერესებულა რეალური ვითარებით'-თერჯოლის გამგეობა განცხადებას ავრცელებს

თარიღი : 9-07-2016, 12:08 | კატეგორია: ახალი ამბები   
topnews.com.ge






თერჯოლის მუნიციპალიტეტის გამგეობა ერთ-ერთი საინფორმაციო სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას სპეციალური განცხადებით ეხმაურება. გამგეობის წარმომადგენლები უარყოფენ იმ ინფორმაციას, სადაც აღნიშნულია, რომ თერჯოლის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და საკრებულოს თანამშრომლები თერჯოლის საოლქო-საარჩევნო კომისიის წევრებად დანიშნული არიან კანონის დარღვევით. განცხადებაში ნათქვამია, რომ გამგეობისათვის არავის მიუმართავს შეკითხვით და არავინ დაინტერესებულა რეალური ვითარებით.

აღნიშნულ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

,,ერთ-ერთი საინფორმაციო სააგენტო მიერ გამოქვეყნებული იქნა ინფორმაცია, სადაც აღნიშნულია, რომ თერჯოლის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და საკრებულოს თანამშრომლები თერჯოლის საოლქო-საარჩევნო კომისიის წევრებად დანიშნული არიან ისე, რომ თვითმმართველობის მიერ უგულებელყოფილია კანონი და თან აცხადებენ, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით არსებულ შეკითხვებზე პასუხები ჯერ-ჯერობით მათთვის უცნობია მაშინ, როცა არც არავის მოუმართავს შეკითხვით და არავინ დაინტერესებულა რეალური ვითარებით. წინააღმდეგ შემთხვევაში დაინტერესებული მხარე მიიღებდა დასაბუთებულ განმარტებას და გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელება აღარ დასჭირდებოდა.

რაც შეეხება გამოქვეყნებულ ინფორმაციას, თერჯოლის მუნიციპალიტეტის გამგეობა განმარტავს - საინფორმაციო სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნული პირები, საჯარო სამსახურის შესახებ კანონის 41-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, იმყოფებიან ანაზღაურების გარეშე შვებულებაში 5 თვის ვადით, რაზეც გამოცემულია შესაბამისი სამართლებრივი აქტები - ბრძანებები, რაც უტყუარად მიუთითებს იმას, რომ აღნიშნული პირების მხრიდან სამსახურებრივი შეუთავსებლობის ფაქტს ადგილი არა აქვს.
ჩვენთვის გაუგებარია რა მიზანს ემსახურება სააგენტოს მიერ ასეთი გადაუმოწმებელი ინფორმაციის გამოქვეყნება.

იმისთვის, რომ შემდგომში სააგენტო კვლავ არ აღმოჩნდეს ასეთ უხერხულ მდგომარებაში, ჩვენი სურვილი იქნება, მოგვმართოს მისთვის საინტერესო კითხვებით და ჩვენგან მიიღებს ყველა საკითხთან დაკავშირებით უტყუარ ინფორმაციას,"- ნათქვამია განცხადებაში.


ნანახია: 1985-ჯერ

მსგავსი სიახლეები
თერჯოლის მუნიციპალიტეტის გამგეობა გამგებლის მიერ 30 000 -ლარიანი ავტომობილის შეძენის მიზეზებს განმარტავს.
კვლევაში ნათქვამია, რომ ვანის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში შრომის ანაზღაურება ხარჯების 27,7-%-ს შეადგენს.
როგორც ცნობილია, მუნიციპალიტეტის პირი პირველი სამსახურიდან პირადი განცხადების საფუძველზე წავიდა.
აღნიშნულ კვლევას ამჯერად ტყიბულის მუნიციპალიტეტი გამოეხმაურა.
პროექტს ა(ა)იპ თერჯოლის სახელოვნებო განათლების, კულტურისა და ტურიზმის მუნიციპალური ცენტრი ახორციელებს.

ამინდი