Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

რევაზ ლაღიძის საიუბილეო წლის აღნიშვნა ხარაგაულიდან დაიწყო

თარიღი : 9-07-2016, 11:42 | კატეგორია: ახალი ამბები   
topnews.com.ge
ხარაგაულის შოთა ბუაჩიძის სახელობის სამუსიკო სკოლის დარბაზში კომპოზიტორ რევაზ ლაღიძის საიუბილეო საღამო გაიმართა.

კომპოზიტორის დაბადებიდან 95 წლისადმი მიძღვნილ ღონისძიებას იმერეთის გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე, მოადგილე იოსებ ხახალეიშვილი, მუნიციპალიტეტის გამგებელი კობა ლურსმანაშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

რევაზ ლაღიძის სიმღერები და ქართული კინოს ცნობილი მელოდიები სკოლის პედაგოგებმა და მოსწავლეებმა ქუთაისის ოპერის თეატრის კამერული ორკესტრის თანხლებით შეასრულეს.

ამ დღისთვის ხარაგაულში სტუმრად რევაზ ლაღიძის ოჯახის წევრები, მეგობრები, ახლობლები, კომპოზიტორთა კავშირის თავმჯდომარე კახა ცაბაძე და მუსიკათმცოდნე ლია ბახტაძე იმყოფებოდნენ.

როგორც კომპოზიტორმა კახა ცაბაძემ აღნიშნა, რევაზ ლაღიძის საიუბილეო წლის აღნიშნვა საქართველოში ხარაგაულიდან დაიწყო და ეს ყველა მუნიციპალიტეტისთვის მისაბაძი უნდა გახდეს.

ხარაგაულის კულტურის სამსახურის უფროსის ირინე ჩხეიძის თქმით, რევაზ ლაღიძე ხშირად სტუმობდა ხარაგაულში ცნობილი ლოტბარის ივანე აბაშიძის ოჯახს. სწორედ ერთ-ერთი ასეთი სტუმრობის დროს დაწერილა უკვდავი სიმღერა ,,ჩემო კარგო ქვეყანავ“ , რომელიც პირველად მამა-შვილის ივანე და იური აბაშიძეების მიერ ხარაგაულში შესრულებულა.

საიუბილეო საღამო სიმღერით ,,ჩემო კარგო ქვეყანავ“ კონცერტის მონაწილეებისა და მოწვეული სტუმრების ერთობლივი შესრულებით დასრულდა.

NS


ნანახია: 1700-ჯერ

მსგავსი სიახლეები
საიუბილეო ღონისძიებებისთვის რევაზ ლაღიძის სახლი სტუმრებს აქართველოს სხვადასხვა კუთხიდან უმასპინძლებს.
ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო პროფესიული თეატრი 4 აპრილს, 18 საათზე წარმოგიდგენთ რევაზ
მწერალს აღნიშნული ტიტული ქალაქის მერმა გადასცა.
"ლაღიძის წყლები" სხვადასხვა ნატურალური არომატის წყლებს აწარმოებს და არა მარტო საქართველოში, არამედ საზღვარგარეთაც პოპულარობით
"ლაღიძის წყლები" ერთ-ერთი უძველესი ქართული ბრენდია და არსებობის საუკუნოვან ისტორიას ითვლის.

ამინდი