Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

'ქუთაისს 4 წელი მაჟორიტარი არ ყოლია,'- როგორ დაამახსოვრა გუბაზ სანიკიძემ თავი პოლიტიკურ სპექტრს?

თარიღი : 8-07-2016, 19:37 | კატეგორია: ახალი ამბები, სტატიები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ქუთაისს ახალი მაჟორიტარი დეპუტატი ეყოლება. ქალაქისათვის მეზობელი სოფლების შემოერთების ხარჯზე, უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში ქუთაისს ერთის ნაცვლად, ამჯერად სამი მაჟორიტარი დეპუტატი წარადგენს. თუმცა მანამ, ვიდრე მოვლენები ამგვარი სცენარით განვითარდება, საინტერესოა, როგორ აფასებენ მოქმედი მაჟორიტარის, "ეროვნული ფორუმის" ლიდერის მიერ გაწეულ საქმიანობას პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები. რით დაამახსოვრა გუბაზ სანიკიძემ თავი მათ და მაჟორიტარი დეპუტატის მიერ გაკეთებულმა რომელმა საქმემ მიიქცია პოლიტიკური სპექტრის ყურადღება? საინფორმაციო სააგენტო topnew.com.ge-მ ამგვარი კითხვებით პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს მიმართა.

„თავისუფალი საქართველო“-ს იმერეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელის გოგი წულაიას განცხადებით, სანიკიძეს ქალაქისთვის საქმის გაკეთების მცდელობა ჰქონდა.

„გუბაზ სანიკიძეს ქუთაისისთვის საქმის გაკეთების მცდელობა ჰქონდა თავიდან, არ გამოუვიდა არაფერი, ხელი ჩაიქნია და მერე არც ერეოდა ქალაქის საქმეებში," - აცხადებს წულაია.

მაჟორიტარის მიერ გაკეთებული საქმეების შესახებ ინფორმაციას არ ფლობს საქართველოს პატრიოტთა ალინსის" ქუთაისის ოფისის წარმომადგენელი დავით ჯანაშია.

„ვერ მოგცემთ შეფასებას, რადგან არ ვიცი რა გააკეთა ამ კაცმა. შეიძლება რამე გააკეთა და ჩემამდე ინფორმაცია არ მოსულა. მე გაკეთებული არაფერი დამინახავს. შეიძლება არ ვარ ინფორმირებული ამის შესახებ,"-ამბობს ჯანაშია.

"რესპუბლიკური პარტიის" წევრი და გამარჯვების ოლქის მაჟორიტარი დეპუტატი ნატო ქათამაძე აცხადებს, რომ მაჟორიტარობის პერიოდში სანიკიძეს ქალაქის ბედით დაინტერესება არ გამოუხატავს.

„ვერ ვიტყვი, რომ ქალაქში რამე გააკეთა. ფაქტიურად არც დაინტერესულა ქალაქის ბედით, არც ერთხელ არ გამოსულა პარლამენტის ტრიბუნებიდან ქუთაისელების სახელით," - აცხადებს ნატო ქათამაძე.

სანიკიძის საქმიანობის შეფასებისგან თავს იკავებს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ქუთაისის ორგანიზაციის თავმჯდომარე გია თევდორაძე.

„იმ ადამიანის მუშაობის შეფასება, რომელთანაც 4 წლის წინ დავმარცხდი, არ მგონია საინტერესო და მართებული იყოს,"-განაცხადა თევდორაძემ.
მაჟორიტარის 4-წლიან საქმიანობას არაეფექტურს უწოდებს "თავისუფალი დემოკრატების" წარმომადგენელი გოგი ხაზარაძე.

„გუბაზ სანიკიძე ეფექტური იქნებოდა სხვა პარტიაში რომ ყოფილიყო."ქართული ოცნება" როგორც სხვაგან წარსდგა 4 წლის განმავლობაში, ისე „გამოიჩინეს“ თავი მაჟორიტარებმაც," - ამბობს ხაზარაძე.

„სანიკიძის გაკეთებული არაფერი მახსოვს. მას თავისი მანდატი ფაქტიურად დაკარგული ჰქონდა და თამამად შეიძლება ითქვას, რომ ქუთაისს საკანონმდებლო ორგანოში ოთხი წელი მაჟორიტარი არ ყოლია,"- განაცხადა ახალი პოლიტიკური ცენტრი-"გირჩი"-ს იმერეთის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა თემურ ცამციშვილმა.

ერთადერთი, ვინც ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატის საქმიანობას დადებითად აფასებს, მისივე გუნდის წევრი კახი დვალიშვილია.

„სანიკიძე მოსახლეობის თხოვნების 60%-ს ასრულებდა, ხოლო დანარჩენ 40%-ს ახლობლის სამსახურში მოწყობის მსურველების განცხადებები შეადგენდა. მსგავს დასაქმების საკითხებში გუბაზ სანიკიძე არასდროს ერეოდა. როგორც ვიცი, კვირაში ერთხელ ხუთშაბათობით, ხოლო ახლა ორ კვირაში ერთხელ მოსახლეობასთან შეხვედრებს მართავს. ასევე გამიგია 10-ზე მეტი ოპერაციის დაფინანსებაში მიღებული მისი წვლილის შესახებ,"- ამბობს დვალიშვილი topnew.com.ge-სთან საუბარში.

ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატის საქმიანობის შეფასების მიზნით, topnew.com.ge "ქართული ოცნების" ქუთაისის ორგანიზაციის ხელმძღვანელს, იმერეთის ვიცე-გუბერნატორს გიორგი ჭიღვარიასაც დაუკავშირდა, თუმცა ჭიღვარიამ მიზეზად, "ოცნების" ოფისში სტუმრების მიღება და დროის უქონლობა დაასახელა.


ნანახია: 2625-ჯერ

მსგავსი სიახლეები
სანიკიძის თქმით, გადაწყვეტილება მან და მისმა პოლიტიკურმა პარტიამ მიიღო.
როდის აპირებენ მაჟორიტარობის კანდიდატების ოფიციალურად წარდგენას პოლიტიკური პარტიები? Topnews.com.ge აღნიშნულ თემაზე პოლიტიკური
როგორც ნიშნიანიძე Topnews.com.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ ქუთაისს სამი მაჟორიტარი დეპუტატი ეყოლება.
ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატის გუბაზ სანიკიძის განცხადებით, მოსაახლეობის კეთილდღეობა საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნებში,
topnews.com.ge პოლიტიკოსების ქონებრივი დეკლარაციების გამოქვეყნებას განაგრძობს.
ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატის გუბაზ სანიკიძის განცხადებით, 10 აპრილს, წყალტუბოში, „ნაციონალების“ წინააღმდეგ მოწყობილ აქციაში მისი

ამინდი