Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

უხვმა ნალექმა სამტრედიას პრობლემები შეუქმნა

თარიღი : 8-07-2016, 17:37 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
უხვმა ნალექმა სამტრედიის მუნიციპალიტეტში პრობლემები შექმნა. წვიმის შედეგად გომის თემში არხები კვლავ ჩაიხერგა, რამაც გზის დატბორვა გამოიწვია. ამ ეტაპზე დაბლა გომსა და დაფნარის ტერიტორიაზე ტექნიკის მიერ გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს.

მიმდინარე სამუშაოებს ადგილზე გაეცნო სამტრედიის გამგებელი ვალერი ფოცხვერია. როგორც სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგეობაში აცხადებენ, სამუშაოების წარმოებისა და შესაბამისი ტექნიკის მობილიზების მიუხედავად, მდგომარეობის გამოსწორება ამინდის გაუმჯობესებაზეა დამოკიდებული.

შეგახსენებთ, რომ სტიქიამ პრობლემები ვანის მუნიციპალიტეტსაც შეუქმნა, სადაც 100-მდე ოჯახი გარესამყაროსაა მოწყვეტილი.


ნანახია: 1782-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ძლიერმა წვიმამ სამტრედიის მუნიციპალიტეტსა და მის სოფლებს პრობლემები შეუქმნა.
სამტრედიის მუნიციპალიტეტში, ტოლების თემში, დამეწყრილ ტერიტორიაზე შესაბამისი სამუშაოების დასაწყებად გეოლოგების დასკვნას ელოდებიან.
შეგახსენებთ, რომ იმერეთში მოსულმა უხვმა ნალექმა რეგიონის მოსახლეობას პრობლემები შეუქმნა.

ამინდი