ჭიათურის დრამატული თეატრის სპექტაკლი 'გეტო' 'თეატრალური იმერეთი 2016'–ის გამარჯვებული გახდა

ფესტივალი ,,თეატრალური იმერეთი 2016’’ დასრულდა. ფესტივალის საუკეთესო სპექტაკლად რეჟისორ მამუკა ცერცვაძის მიერ დადგმული, ჭიათურის მუნიციპალიტეტის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო პროფესიული დრამატული თეატრის სპექტაკლი "გეტო“ დასახელდა. ჭიათურის დრამატულ თეატრში აღნიშნული სპექტაკლი წელს დაიდგა. პექტაკლი «გეტო» ჯოშუა სობოლის პიესის მიხედვით დაიდგა. პიესაში აღწერილი მოვლენები ვითარდება მეორე მსოფლო ომის პერიოდს 1942-43 წლებში ჰოლოკსოტის დროს, როცა ნაცისტების მიერ ოკუპირებულ ვილნიუსში, ებრაულ გეტოში შეიქმნა პროფესიული თეატრი. სიუჟეტი იმ პერიოდის რეალობას ასახავს.
სპექტაკლი "გეტო" მოგვითხრობს ტრაგიკულ ისტორიას იმის შესახებ, თუ როგორ ეწინააღმდეგებიან სიკვდილის ზღვარზე მისული განწირული ადამიანები თავიანთ ბედს ხელოვნების, თეატრისადმი ერთგულების და სიყვარულის მეშვეობით.
საუკეთესო სპექტაკლის გარდა, გამარჯვებულები 11 კატეგორიაში გამოვლინდა. გამარჯვებულები კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ, იმერეთის გუბერნატორმა გივი ჭიჭინაძემ, პირველმა მოადგილემ პაატა ნადირაძემ, ვიცე–გუბერნატორებმა: გიორგი ჭიღვარიამ და იოსებ ხახალეიშვილმა დააჯილდოვეს. ასევე, პრიზები გადაეცათ საუკეთესო სცენოგრაფს, მამაკაცისა და ქალის როლის საუკეთესო შემსრულებლებს, საუკეთესო პარტნიორულ დუეტსა და კიდევ სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებულებს.

კერძოდ, ქალის როლის საუკეთესო შესრულებისთვის ჯილდო ხონის თეატრის მსახიობმა სოფიო ჩირაძემ „ნატაძრალში“ შესრულებული დედის როლისთვის მიიღო, ხოლო
მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისთვის ზესტაფონის უშანგი ჩხეიძის სახელობის სახელმწიფო პროფესიული დრამატული თეატრის მსახიობი გიორგი გლოველი დაჯილდოვდა. საუკეთესო რეჟისორად კი გიორგი სიხარულიძე დასახელდა.
„თეატრალური იმერეთი არა მხოლოდ იმერეთის, არამედ მთელი ქვეყნის კულტურულ ცხოვრებაში დიდ როლს ასრულებს. კულტურის სამინისტროს პრიორიტეტია მალე მოხდეს
კულტურული სამყაროს გამრავალფეროვნება. იმერეთის ფესტივალი კი ამის დიდი მაგალითია," - განაცხადა კულტურის მინისტრმა.
იმერეთის რეგიონში "თეატრალური იმერეთი" უკვე მეშვიდედ, იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციისა და მუნიციპალიტეტების მხარდაჭერით ტარდება. ფესტივალის ფარგლებში წელს 18 სპექტაკლი იყო წარმოდგენილი.
ხატია ბანძელაძე