Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

მრავალშვილიანი მამა ქუთაისის მერიის შენობიდან გააგდეს

თარიღი : 5-11-2013, 18:06 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისის მერიის ადმინისტრაციული შენობა ხუთი შვილის მამას იძულებით დაატოვებინეს. დავით გვეტაძე, რომელიც ქალაქის მერის მოვალეობის შემსრულებელთან გია შარაბიძესთან საკუთარი პრობლემების გასაცნობად იყო მისული, მერიის ადმინისტრაციული შენობის დაცვამ და დაცვის პოლიციის თანამშრომლებმა შენობიდან იძულებით გაიყვანეს.
მერიის შენობაში მყოფი გვეტაძე აცხადებდა, რომ დაწესებულებას მანამდე არ დატოვებდა, ვიდრე მას შარაბიძესთან შეხვედრის საშუალება არ მიეცემოდა. თუმცა მრავალშვილიანი მამის სანახავად არც მერის მოვალეობის შემსრულებელი და არც მერიის სხვა წარმომადგენლები გამოვიდნენ. ქალაქის მერიის დაცვის თანამშრომლები მოქალაქეს შენობის დატოვებისკენ მოუწოდებდნენ, რის გამოც დავით გვეტაძესა და დაცვის თანამშრომლებს შორის ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.
„2005 წლიდან მერიიდან დახმარებას ვითხოვ. დღესაც ვიყავი მისული, მაგრამ არ მიმიღეს. მიხეილ სააკაშვილთან, თბილისში, 2011 წელს რომ ვიყავი ჩასული, მან ჩემი დახმარება მერიას დაავალა. ჩემი შვილები ჩემმა ცოლმა საყვარლის გამო მიატოვა. სახლში გაზი არ მაქვს. ერთჯერადი დახმარებით ოჯახი ვარჩინო თუ გაზი შევიყვანო. ორი ჭიქა მაქვს დალეული, მაგრამ აქედან არ წავალ, ვიდრე მერს არ ვნახავ. იმდენია და ისე იცვლებიან, ვერც გავიგე ვინ არის უფროსი და ვინ უმცროსი,“ – ამბობს დავით გვეტაძე. ზემოთაღნიშნულ ინცინდენტს მერიის თანამშრომლები და ქალაქის საკრებულოს დეპუტატებიც შეესწრნენ. ადგილობრივ თვითმმართველობაზე გაბრაზებული მოქალაქისგან კი მერიას დაცვის პოლიციის თანამშრომლები იცავდნენ.


ნანახია: 2476-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ქუთაისში მცხოვრები მრავალშვილიანი მამა დავით გვეტაძე ქუთაისის მერთან, შოთა მურღულიასთან შეხვედრას ითხოვს. აღნიშნული მოთხოვნით
ქუთაისში მცხოვრები სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი მამა დავით გვეტაძე აცხადებს, რომ მას ქვეყნის პრემიერთან გიორგი
სოციალურად დაუცველი მამაკაცის განცხადებით, ქუთაისის მერი მას თვეებია, დახმარებას ჰპირდება, თუმცა უშედეგოდ.
5 შვილის მამის დავით გვეტაძის თქმით, ქალაქის მერია მათ არ ეხმარება, რის გამოც მრავალშვილიანი ოჯახები უკიდურეს გაჭირვებაში
როგორც Topnews.com.ge-სთვის გახდა ცნობილი, აღნიშნული დირექტივა მერიის შესასვლელში მსხდომმა დაცვის პოლიციის თანამშრომლებმა მიიღეს.
აღნიშნულთან დაკავშირებით ძოწენიძემ პარტიის ქუთაისის ოფისში ბრიფინგი გამართა.