იტვირთება

უქიმერიონისა და გუმათის მაჟორიტარმა დეპუტატმა მოსახლეობას ანგარიში ჩააბარა

უქიმერიონისა და გუმათის მაჟორიტარმა დეპუტატმა მოსახლეობას ანგარიში ჩააბარა

 ქუთაისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ეკონომიკის ქონების მართვისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის თავმჯდომარემ ამირან კოპალეიშვილმა, რომელიც ასევე უქიმერიონისა და გუმათის მაჟორიტარი დეპუტატია, მოსახლეობას მიმდინარე წელს გაწეული მუშაობის ანგარიში წარუდგინა.

შეხვედრისას დეპუტატმა იმ პროექტებზე ისაუბრა, რომელიც უქიმერიონისა და გუმათის ადმინისტრაციულ ერთეულებში განხორციელდა. საუბარი შეეხო სამომავლოდ დაგეგმილ და განსახორცილებელ პროექტებს.

ამირან კოპალეიშვილმა ასევე მოსახლეობასთან კომისიურ ფორმატში განხილულ საკითხებზე ისაუბრა, რომელიც მიმდინარე წელს საკრებულოს მიერ იქნა დამტკიცებული.

შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა,"-ნათქვამია საკრებულოს პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 


ტეგები:

Facebook - კომენტარები