ქუთაისელი კალათბურთელის შესახებ წიგნი გამოიცა
თარიღი : 6-07-2016, 15:26 | კატეგორია: ახალი ამბები

"ქუთაისის სპორტის მუზეუმში" ზურაბ ჯავახაძის წიგნის-,,ვარსკვლავის დაბადება-გელა დარსაძე" პრეზენტაცია გაიმართა.
წიგნი ცნობილი ქუთაისელი კალათბურთელის გელა დარსაძის ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე მოგვითხრობს.
ზურაბ ჯავახაძის განცხადებით, გელა დარსაძე ის ადამიანი იყო, რომლის შესახებაც აუცილებლად უნდა დაწერილიყო.
"წიგნში ისეთი გელა წარმოვადგინე, როგორიც მოედანზე და მოედნის გარეთ მახსოვდა. ყველაფერი თვე ნახევარში დავასრულე,"- განაცხადა მწერალმა.
პრეზენტაციას საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ომარ ნიშნიანიძე და საკრებულოს თავმჯდომარე დავით დვალი ესწრებოდნენ.
"მნიშვნელოვანია, რომ ისეთი ადამიანების შესახებ, როგორიც გელა დარსაძე იყო საზოგადოების რაც შეიძლება მეტმა ნაწილმა იცოდეს. ამისთვის საჭიროა, ინფორმაცია მათ შესახებ წიგნად გამოიცეს,"- განაცხადა ქალაქის მერმა.
ზურაბ ჯავახაძის ახალი წიგნი ქუთაისის ადგილობრივი თვითმმართველობის დაფინანსებით გამოიცა.
ხატია ბანძელაძე