Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

კოცნის საერთაშორისო დღე და კოცნის დადებითი მხარე ადამიანისათვის

თარიღი : 6-07-2016, 14:47 | კატეგორია: სხვადასხვა   
topnews.com.ge
კოცნის მსოფლიო დღე, ოფიციალური საერთაშორისო დღესასწაულია და ყოველწლიურად, 6 ივლისს აღინიშნება. კოცნის საერთაშორისო დღის სამშობლოდ დიდი ბრიტანეთი ითვლება. მეცხრამეტე საუკუნეში სწორედ „ნისლიანი ალბიონის“ სანაპიროებზე ჩათვალეს, რომ კოცნა ისეთი რამ არის, რომელიც ყოველწლიურად აღნიშვნას იმსახურებს, როგორც სიყვარულის ერთ–ერთი გამოხატულება.

ექვსი ივლისი, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში განსხვავებულად აღინიშნება. ექვს ივლისს, სხვადასხვა ქალაქში ტარდება ორიგინალური ტურნირები და შეჯიბრებები. ამ დღეს საზოგადოება ცდილობს მაქსიმალურად მოსწყდეს ყოველდღიურობას.

საინტერესოა კოცნის „გაჩენის“ ისტორია, მაგრამ მასზე კონკრეტული ინფორმაცია არ არსებობს. ბევრი მცოდნე ადამიანი ირწმუნება, რომ პირველი კოცნის ავტორების ვინაობა არ არის ცნობილი. იგი ისე არ გამოუგონებიათ როგორც ტელევიზორი ან ტელეფონი. მისთვის სახელი იმ ადამიანს არ დაურქმევია, რომელმაც პირველად ჩაიდინა აღნიშნული ქმედება. ალბათ, არც თუ ისე დიდი მნიშვნელობა აქვს კოცნის ისტორიას, უფრო მნიშვნელოვანია იმის გარკვევა, თუ რატომ გაჩნდა ასეთი ქმედება, მაგრამ სამწუხაროდ, ანთროპოლოგები, ისტორიკოსები და ფილოსოფოსები დასკვნამდე მაინც ვერ მივიდნენ.

ასეა თუ ისე, ისტორიას კოცნის მრავალი ცნობილი ფაქტი შემორჩა. მათ შორისაა, ამერიკელი ბოლფრამი, რომელმაც რვა საათის განმავლობაში 8001 ადამიანს აკოცა, ეს ფაქტი 1990 წლის 15 სექტემბერს დაფიქსირდა. იგი ყოველ ახალ ადამიანს 3,6 წამში ერთხელ კოცნიდა.

ასევე დაიმახსოვრა საზოგადოებამ პირველი კოცნა, რომელიც ეკრანებზე აისახა. ეს ფაქტი 1896 წელს დაფიქსირდა. მთავარი გმირები მეი ირვინი და ჯონ რაი იყვნენ, ისინი ერთმანეთს 30 წამის განმავლობაში კოცნიდნენ.

აღსანიშნავია, კოცნით ყველაზე მეტად დატვირთული ფილმი, „დონ ჟუანი“, რომელიც 1926 წელს შეიქმნა. ფილმში დაითვალეს 191 კოცნის ფაქტი. რაც შეეხება კინოს ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივ კოცნას, ეს არის ფილმი „შენ ახლა ჯარში ხარ“, სადაც რეჯის ტუმი და ჯეინ ვაიმენი ერთმანეთს 185 წამის განმავლობაში კოცნიდნენ.

აღსანიშნავია, რომ კოცნას მრავალი დადებითი მახასიათებელი აქვს. მაგალითად, კოცნა მოქმედებაში რთავს სახის 200 კუნთს. კოცნის დროს წყვილი ერთმანეთს გადასცემს, ცხიმებს და მარილებს, რაც აძლიერებს იმუნიტეტს. კოცნისას იწვება 2–3 კალორია და ორგანიზმი გამოიმუშავებს ნარკოტიკულ ნივთიერებას, რომელიც 200–ჯერ ძლიერია მორფინზე. ქალებს კოცნა ეხმარებათ დამშვიდებასა და სტრესის მოხსნაში.


presa.ge


ნანახია: 2091-ჯერ

მსგავსი სიახლეები
მომხდარზე გამოძიება ოჯახში ძალადობის მუხლით მიმდინარეობს.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, ყოველწლიურად ერთ მილიონზე მეტი ადამიანი იკლავს თავს.
აქციის მონაწილეების თქმით, დადებითი ემოციის გადადება ჩახუტებით არის შესაძლებელი.
დაუნის სინდრომის მქონე ადამიანთა მსოფლიო დღე 21 მარტს აღინიშნება.
IDFI-ს მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 2015 წლიდან ყოველწლიურად 50%-ით იზრდებოდა ოჯახში ძალადობის შემთხვევების
კატასტროფების რისკის შემცირების საერთაშორისო დღე გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ დააწესა და 1990 წლიდან ყოველწლიურად აღინიშნება.

ამინდი