სტუდენტური დღეები და საჩუქრები სტუდენტებს წერეთლის უნივერსიტეტში
თარიღი : 5-11-2013, 15:43 | კატეგორია: საზოგადოება

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტური თვითმმართველობის ორგანიზებით, „სტუდენტური დღეები - 2013“ დაიწყო.
„სტუდენტური დღეები - 2013“ 4 ნოემბერს ახალი სტუდენტური ჰიმნის პრეზენტაციით გაიხსნა. კომპანია „ჯეოსელის“ მხარდაჭერით ჩატარდა სამაჯურების აქცია.
„კერძოდ, სტუდენტებს დაურიგდათ თეთრი (გოგონებს) და შავი (ვაჟებს) ფერის სამაჯურები, რომელზეც ეწერა ნომრები. მონაწილეებს უნდა ეპოვათ იდენტური ნომრის მქონე სხვა მონაწილე. კონკურსის შემდეგ გამოვლინდა ორი გამარჯვებული სტუდენტი, რომლებსაც კომპანია „ჯეოსელისაგან“ გადაეცათ პლანშეტები. მრავალფეროვან ღონისძიებათა ჩამონათვალში არის არა მარტო შემეცნებითი, კულტურული, საგანმანათლებლო, არამედ, სპორტული ღონისძიებებიც. სასწავლებელში გაიმართა შიდასაუნივერსიტეტო ჩემპიონატი ნარდში, რომლის გამარჯვებულ გოგონას სტუდენტური თვითმმართველობისაგან სამახსოვრო საჩუქარი გადაეცა,“ - აცხადებენ სასწავლებლის პრესსამსახურში.
„სტუდენტური დღეების“ ფარგლებში აწსუ-ს სტუდენტური თვითმმართველობის მიერ ასევე, ჩატარდა პოეზიის საღამო, რომელიც სასწავლებლის გარდაცვლილი სტუდენტების ხსოვნას მიეძღვნა.
„სტუდენტური დღეები 2013“ წერეთლის უნივერსიტეტში 13 ნოემბერს დასრულდება.