ბაღდათსა და ვანში პირობით მსჯავრდებულები დასაქმდნენ
თარიღი : 5-11-2013, 15:14 | კატეგორია: სამართალი

ბაღდათსა და ვანში იმერეთის პრობაციის ბიუროს შუამდგომლობით პირობით მსჯავრდებულები დასაქმდნენ. პრობაციის ეროვნული სააგენტოს ცნობით , პრობაციის ოფიცრის მიერ განხორციელებული ინდივიდუალური მუშაობის შედეგად გაირკვა, რომ პირობით მსჯავრდებულ შმაგი მ. წარსულში კომპანია "სილქნეტში" ელექტრიკოსად მუშაობდა, მის მიმართ სამართლებრივი დევნის შემდეგ კი - სამსახური დაკარგა.
პრობაციის ბიუროს რეკომენდაციის შედეგად, "სილქნეტის" ვანის რაიონის სერვისცენტრის ადმინისტრაციამ შმაგი მ. სამსახურში აღადგინა და ხელფასის სახით 220 ლარი დაუნიშნა.
პრობაციის ბიურო სამუშაოს შოვნაში დაეხმარა ბაღდათში მცხოვრებ, პირობით მსჯავრდებულ კახა კ-ს. იგი სარიტუალო დარბაზში მიმტანად დასაქმდა და ყოველთვიურ ხელფასად 100 ლარს მიიღებს.
2013 წლის დასაწყისიდან დღემდე, პრობაციის ბიუროების რეკომენდაციების საფუძველზე, 122 პირობით მსჯავრდებული დასაქმდა.