Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

'ღმერთო დაგვიფარე ჩვენ და ადამიანები'-თერჯოლის თეატრი იმერეთის თეატრალურ ფესტივალზე

თარიღი : 5-07-2016, 18:29 | კატეგორია: ახალი ამბები   
topnews.com.ge
თერჯოლის სახალხო თეატრი, "თეატრალური იმერეთის" ფარგლებში, ქუთაისის მესხიშვილის თეატრში სპექტაკლით -„ღმერთო დაგვიფარე ჩვენ და ადამიანები" წარსდგა.

რომანტიკული კომედია მოგვითხრობს თუ ერთი სოფლის პატარა ოჯახში ცხოველებს როგორ ესმით ადამიანების, ხოლო ადამიანებს კი არ ესმით ცხოველების. ამიტომაც, როცა ადამიანები შეცდომებს უშვებენ, ცხოველები ცდილობენ გამოასწორონ ისინი.

როგორც თერჯოლის მუნიციპალიტეტის განათლების კულტურის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის უფროსმა გურამ თურქაძემ განაცხადა, მსგავსი თეატრალური ფესტივალები სახალხო თეატრების განვითარებაში დიდ როლს თამაშობს.

„რაც დრო გადის იმერეთის თეატრალური ფესტივალი უფრო და უფრო დიდ როლს თამაშობს სახალხო და სახელმწიფო თეატრისთვის. ყველანი დიდი მონდომებით ემზადებიან ამ დღისთვის,“–განაცხადა გურამ თურქაძემ.

ცნობისთვის, თეატრალური ფესტივალი 20 ივნისს დაიწყო და 7 ივლისამდე გაგრძელდება.


ნანახია: 1095-ჯერ

მსგავსი სიახლეები
იმერეთში 20 ივნისიდან 7 ივლისამდე თეატრალური ფესტივალი გაიმართება.
თერჯოლის კულტურის სახლში სპექტაკლის ,,ღმერთო დაგვიფარე ჩვენ და ადამიანები"-ს ჩვენება გაიმართა
თეატრალური ფესტივალი 'თეატრალური იმერეთი 2016' გრძელდება
იმერეთის თეატრალური ფესტივალი უკვე მეშვიდე წელია ყოველწლიურად იმართება.
წარმოდგენამ, რომელსაც თერჯოლის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი თემურ ქოჩიაშვილი, მოადგილე მანუჩარ რობაქიძე,
ციცინო ივანიშვილი საჩხერეს მუნიციპლაიტეტში ცხოვრობდა.
სოფო ბობოხიძე 2016 წლის 11 დეკემბერს ქუთაისში, საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს.

ამინდი