Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისის საჯარო სკოლების თანამშრომლებს სამედიცინო გამოკვლევები უფასოდ ჩაუტარდებათ

თარიღი : 5-07-2016, 18:07 | კატეგორია: ახალი ამბები   
topnews.com.ge
ქუთაისის მერიასა და შპს N 1 პირველადი ჯანდაცვის ცენტრს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმს ხელი ქალაქის მერმა შოთა მურღულიამ და ცენტრის დირექტორმა გიორგი მიმინოშვილმა მოაწერეს.

მემორანდუმის თანახმად, ქუთაისის შპს N 1 პირველადი ჯანდაცვის ცენტრი სამედიცინო გამოკვლევებს უფასოდ ჩაატარებს, რომელშიც ყველა კატეგორიის ექიმ-სპეციალისტი ჩაერთვება. ისინი ქუთაისის საჯარო სკოლების თანამშრომლებს გასინჯვა-გამოკვლევებს ჩაუტარებენ და შესაბამის დანიშნულებას მისცემენ.

კვლევები ყოველ შაბათს ჩატარდება და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სრულფასოვანი სამედიცინო კვლევების ჩატარებასა და დიაგნოსტიკას მოიცავს.

შპს N 1 პირველადი ჯანდაცვის ცენტრში ქუთაისის მერიის შუამდგომლობით უკვე მეორე წელია მიმდინარეობს ბაღისა და სკოლის თანამშრომლების უფასო გამოკვლევები. ამ დრომდე პროგრამით 2236-მა ადამიანმა ისარგებლა.


ნანახია: 1814-ჯერ

მსგავსი სიახლეები
მემორანდუმის ფარგლებში დღეს პირველი პროფილაქტიკური გამოკვლევები განხორციელდა.
ქუთაისში სკოლის პედაგოგებისთვის სამედიცინო აქციები იმართება.
გამოკვლევები ქუთაისის ზოგადსაგანმანათლებლო (საჯარო და კერძო) სკოლების პირველი, მეორე, მესამე, მეოთხე და მეშვიდე კლასის
სამედიცინო შემოწმება ჩაუტარდება 38 საჯარო და 11 კერძო სკოლის 13000-მდე მოსწავლეს.
ქუთაისის მერიასა და საქართველოს ბავშვთა სასკოლო სპორტის ეროვნულ ფედერაციას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
ქუთაისის მერიასა და დ.ნაზარიშვილის სახელობის საოჯახო მედიცინის ცენტრს შორის მემორანდუმი გაფორმდა.

ამინდი