'ცხოვრების სტილი,'-სიახლეებისა და ნოვაციების მაძიებელი თქვენი სილამაზისთვის
თარიღი : 4-07-2016, 14:37 | კატეგორია: ახალი ამბები, რეკლამა




სილამაზის სალონი ,,ცხოვრების სტილი" ქუთაისში 5 წელია ფუნქციონირებს. სალონს მომხმარებელი მუდმივად სიახლეებისა და ნოვაციების შემომტანის სახელით იცნობს.
უახლესი აპარატურით აღჭურვილი სალონი L S მომხმარებელს სხვადასხვა მომსახურებას სთავაზობს. ადგილზე მისულ პირებს შესაძლებლობა აქვთ პედიკური და მანიკური სპეციალურ, მასაჟორიან სავარძელში გაიკეთონ, ისარგებლონ კოსმეტიკური აპარატით, რომელსაც 30-ზე მეტი ფუნქცია აქვს და ასევე, გაიკეთონ ლაზერული ეპილაცია მოყინვის მეთოდით. ადგილზე შესაძლებელია სახის კანის მკურნალობა-გაწმენდა, თმის დაგრძელება ცხელი და ცივი მეთოდით, თმის დახვევა ელ. ,,ბიგუდებით“, თმის მეზოთერაპია, დაზიანებული თმის მკურნალობა, შესაბამისი პროცედურებითა და პროდუქციით გაცვენილი თმის 70%-ის ამოყვანა.
კიდევ ერთი მომსახურება, რომელსაც სილამაზის სალონი "ცხოვრების სტილი" გთავაზობთ, თმის კერატინით დაგრძელებაა. კერატინი ბრაზილიურია, მაღალი ხარისხისაა და სრულიად უვნებელია თმისთვის. ასევე, ზაფხულის დღეების გასაფერადებლად სალონის ვიზიტორებს შეუძლიათ ისარგებლონ სოლარიუმით თუ ტანის სრულიად უვნებელი დაფერვით.

ხარისხიანი მომსახურების მიწოდების გარდა, სალონში მისულ თითოეულ ადამიანს დაწესებულების პერსონალი ამომწურავ ინფორმაციას აწვდის როგორც თითოეულ პროცედურაზე, ისე კონკრეტული პროცედურის შემდეგ სავარაუდო შედეგებზეც. კვალიფიციური პერსონალი, ხარისხიანი პროდუქია და ევროპული აპარატურა სილამაზის სალონ "ცხოვრების სტილში" მისული მომხმარებლებისთვის სილამაზის გარდა, ჯანმრთელობის გარანტიაცაა.

თუ გსურთ ზაფხულის დღეები საკუთარ თავს დაუთმოთ, ქუთაისში, წერეთლის ქუჩა N142-ში მდებარე სილამაზის სალონი "ცხოვრების სტილი" (LS) შესაფერისი ადგილია თქვენი განტვირთვისა და გალამაზებისთვის. ზემოთჩამოთვლილი ყველა მომსახურების მისაღებად კი შეგიძლიათ ადგილზე მიაკითხოთ სალონს ან დარეკოთ შემდეგ ტელეფონზე: 574 41 07 07.