Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

როგორ მოვიქცეთ და რა ზომებს მივმართოთ ქონების დაყადაღებისას?-იურისტის კონსულტაცია

თარიღი : 4-07-2016, 12:06 | კატეგორია: ახალი ამბები, სამართალი   
topnews.com.ge

„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ქუთაისის ფილიალი და საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge (გაიგე მთავარი იმერეთში)ახორციელებენ ერთობლივ პროექტს, რომელიც მოქალაქეებისათვის უფასო იურიდიული კონსულტაციის გაწევას ითვალისწინებს.


აღმასრულებელმა შვილის ვალის გამო ჩემი ნივთები დააყადაღა, როგორ მოვიქცე?
ყადაღა შეიძლება დაედოს მხოლოდ მოვალის კუთვნილ ნივთებს, შესაბამისად, თქვენ უფლება გაქვთ ნივთების ყადაღისაგან განთავისუფლების მოთხოვნით სარჩელით მიმართოთ სასამართლოს.

რომელ სასამართლოს უნდა მივმართო ნივთების ყადაღისგან განთავისუფლების მოთხოვნით?
ნივთების ყადაღისგან განთავისუფლების მოთხოვნით სარჩელი უნდა შეიტანოთ იმ სასამართლოში, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზედაც ხდება აღსრულება.

ასეთ შემთხვევაში სარჩელი აღმასრულებლის წინააღმდეგ შედის?
არა, ქონების ყადაღისაგან განთავისუფლების მოთხოვნით სარჩელი უნდა შეიტანოთ მოვალისა და კრედიტორის წინააღმდეგ, თქვენს შემთხვევაში მოვალე არის შვილი, ხოლო კრედიტორი ის პირი ან ორგანიზაცია ვისი ვალიც აქვს თქვენს შვილს.

რა დოკუმენტები დამჭიდება სარჩელის შესადგენად?
იმისთვის რომ სასამართლოს მიმართოთ, აუცილებელია სარჩელი შედეგეს სპეციალური ფორმით, ამასთან საჭიროა მოაგროვოთ მტკიცებულებები, რომლითაც დაადასტურებთ, რომ ნივთები ნამდვილად თქვენ გეკუთვნით(მაგ. მოწმეები, საგარანტიო ტალონი, ხელშეკრულება, ფოტოსურათები და ა.შ.) და გადაიხადო სახელმწიფო ბაჟი.

მოგვმართეთ თქვენთვის საინტერესო კითხვებითა და თემებით ჩვენს ელექტრონულ ფოსტაზე: topnewscomge@gmail.com. თქვენს შეკითხვებს „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ქუთაისის ფილიალის იურისტები უპასუხებენ. ასევე, კონსულტაციისათვის შეგიძლიათ მიმართოთ საია-ს ქუთაისის ფილიალს შემდეგ მისამართზე: ქუთაისი, მ. კოსტავას ქუჩა N11; ტელ.: 0(431) 24 11 92; ელ-ფოსტა: kutaisi@gyla.ge.


ნანახია: 2632-ჯერ

მსგავსი სიახლეები
საიას ქუთაისის ფილიალი და საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge იწყებს ერთობლივ პროექტს, რომელიც მოქალაქეებისათვის უფასო იურიდიული
„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ქუთაისის ფილიალი და საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge (გაიგე მთავარი იმერეთში)
უფასო იურიდიული დახმარებისათვის მიმართოთ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ქუთაისის ფილიალს შემდეგ მისამართზე: ქუთაისი,
„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ქუთაისის ფილიალი და საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge (გაიგე მთავარი
დასაშვებია თუ არა განქორწინება ორსულბის პერიოდში?, რა ვადაში შეუძლია დასაქმებულს გათავისუფლების ბრძანების გასაჩივრება?-ამ და სხვა
არის თუ არა საქართველოს პრეზიდენტი უფლებამოსილი მოითხოვოს ცალკეულ საკითხთა მთავრობის სხდომაზე განხილვა და მონაწილეობა მიიღოს ამ

ამინდი