Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ვინ ჩაიბარებს ქუთაისში არსებულ დაკეტილ საზოგადოებრივ ტუალეტებს?

თარიღი : 5-11-2013, 12:12 | კატეგორია: სტატიები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისში არსებული საზოგადოებრივი ტუალეტების ბედი ამ დროისათვის გაურკვეველია. ოთხი საპირფარეშო, რომელიც ქალაქში გაკეთდა, დაკეტილია და იმ დრომდე არ მოხდება ტუალეტების ექსპლუატაციაში გაშვება, ვიდრე არ გაირკვევა ვის დაქვემდებარებაში დარჩება ტუალეტები- წყალმომარაგების კომპანიის თუ ადგილობრივი ხელისუფლების. ქუთაისში, 4 საპირფარეშოს მშენებლობის თაობაზე ხელშეკრულება ტენდერში გამარჯვცებულ შპს „თელასთან“ 2012 წლის 29 თებერვალს გაფორმდა. როგორც წყალმომარაგების კომპანიის ქუთაისის სერვის-ცენტრში აცხადებენ, ორი ტუალეტი, რომლებიც ავტომშენებლის და ჯავახიშვილის ქუჩებზე მდებარეობს, თავისი შენობიანად წყალმომარაგების კომპანიის ბალანსზე იმყოფება. რაც შეეხება კიდევ ორ ტუალეტს, კომპანმიის ქუთაისის სერვის ცენტრის დირექტორის მიხეილ თათარძის თქმით, ისინი პრობლემურები არიან.
„რუსთაველის გამზირზე ( N-2) მდებარე ტუალეტი პრობლემატურია. ვინაიდან, პროექტით განსაზღვრული ადგილმდებარეობის ნაცვლად, ის სხვა ადგილზე აშენდა და დღეს მისი რეგისტრაციის პრობლემა არსებობს. ხსენებული საპირფარეშოს თაობაზე, ცვლილების რეგისტრაციის მოთხოვნით, შუამდგომლობის წერილი გაეგზავნა მუნიციპალიტეტს. პრობლემატურია ასევე, მეოთხე ტუალეტი, რომელიც ქუთაისში წითელი ხიდის სამხრეთით მდებარეობს. იგი აშენებულია მიწაზე, რომელიც არ ეკუთვნის წყალმომარაგების კომპანიას და აღებულია იჯარით. ამ უკანასკნელთან დაკავშირებითაც, სტატუსის გასარკვევად მიმდინარეობს მოლაპარაკებები მუნიციპალიტეტთან,“ - ამბობს თათარაძე.
მიხეილ თათარაძის თქმით, წყალმომარაგების კომპანიის ახალ მენეჯმენტს მიაჩნია, რომ საზოგადოებრივი ტუალეტები არ არის წყალმომარაგების პროფილი.
„ამჯერად, ტუალეტების ექსპლუატაციაში გადაცემის თაობაზე, მოლაპარაკებები მიმდინარეობს ადგილობრივ მუნიციპალიტეტებთან, მითუმეტეს, რომ ეს მუნიციპალიტეტების სურვილიცაა. მოლაპარაკებებში ჩართულია საქართველოს ეკონომიკის და ინფრასტრუქტურის სამინისტროები, რადგან წყალმომარაგების კომპანია სწორედ მათ საქვეუწყებო ორგანოს წარმოადგენს.
დღეისათვის ყველა ტუალეტი დაკეტელია მანამდე, ვიდრე არ გადაწყდება თუ ვის დაქვემდებარებაში დარჩება - წყალმოარაგების კომპანიის თუ მუნიციპალიტეტების,“ - ამბობს წყალმომარაგების კომპანიის ქუთაისის სერვის-ცენტრის დირექტორი. ცნობისთვის, ქუთაისში მდებარე საზოგადოებრივი საპირფარეშოები მიმდინარე წლის იანვარში უცნობმა პირებმა გატეხეს და გარკვეული თანხა წაიღეს. შემთხვევას სამართალდამცავები იძიებდნენ.


ნანახია: 2401-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, 'საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის' ქუთაისის სერვის-ცენტრის თანამშრომლების გაფიცვას კომპანიის
წყალმომარაგების კომპანიის ქუთაისის სერვის-ცენტრში აცხადებენ, რომ იმერეთისა და ქუთაისის სერვის-ცენტრებში განხორციელებულ საკადრო
მიმდინარე წლის 12 ოქტომბრიდან, რეორგანიზაციის შედეგად, კომპანიის სერვის-ცენტრში პრესსამსახურის შტატი გაუქმდა.
საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ქუთაისის სერვის -ცენტრი მოსახლეობას აფრთხილებს.
კომპანიის ქუთაისის სერვის ცენტრის პრესსამსახურში აცხადებენ, რომ კომპანია ყოველთვიურად ერთ დღეს გეგმიურ სარეაბილიტაციო სამუშაოებს
წყალმომარაგების კომპანიის ცნობით, სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო რამდენიმე ქუჩას დასალევი წყალი არ მიეწოდება.

ამინდი