Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

"ფორევარ და ჯანდაბა შენ ბატონო ლევან!"

თარიღი : 3-07-2016, 12:34 | კატეგორია: ახალი ამბები, სხვადასხვა, მთავარი თემა   
topnews.com.ge
იმერეთის მთავარი საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge ხორცპროდუქტების კომპანია "ექსტრა მითი"-ს ფინანსური მხარდაჭერით, გთავაზობთ ჟურნალისტ დათო ლიკლიკაძის საკვირაო რუბრიკას "ჩემი აზრით". აღნიშნულ რუბრიკაში ჟურნალისტი კვირის განმავლობაში განვითარებულ მოვლენებს იუმორისტული კუთხით შეაფასებს.

"ლევან ღვინჯილია, რომ „ნაგლია“ , ეს არაერთხელ გამიგია ვიწრო სამეცნიერო წრეებში. ეგეთი ყველაფერზე წამსვლელი კაცი შეიძლება ითქვას, იშვიათად მინახავს. ცოტა ხნის წინ თავის თავს ყიდდა. დიახ სწორად წაიკითხეთ. ამასწინათ ლევან ღვინჯილია "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე შემდეგი შინაარსის სტატუსს აქვეყნებდა:

"ყურადღება! ყურადღება! ყურადღება!

თქვენს წინაშეა, ერთი შეხედვით, თითქოს დაუჯერებელი, მაგრამ სინამდვილეში სრულიად სერიოზულად მიღებული გადაწყვეტილება იმის შესახებ, თუ როგორ მესახება გამოსავალი ჩემი და ჩემი ოჯახის სრულიად უპერსპექტივო და ჩიხური ეკონომიკური მდგოარეობიდან. მჭირდება 100 000 ლარი ვალების დასაფარად. ამიტომაც გადავწყვიტე ჩემი თავი გავყიდო. დიახ ლევან ღვინჯილია იყიდება!“

მაშინ ეს გათვლა აშკარად ერთ მილიარდერ კაცზე იყო შემოგდებული, აბა ჩვენ რა ჯანდაბად გვინდა კომუნისტების დროინდელი, წითელი ინტელიგენციის ტიპიური წარმომადგენელი. პირადად მე მასში ერთი ლარის გადამხდელი არ ვარ. იყიდეს თუ არა არ ვიცი, მაგრამ ის კი ვიცი, რომ კიდევ ერთხელ უნდა შეგვახსენოს თავი. ახლა გამოდის ინიციატივით, ვისაც "ფეისბუქზე" ქართულად არ გაქვთ გვარ-სახელი. „ფრენდებიდან“ წაგშლითო. ეს მიმართვა იმნაირი ქართულით ეწერა თავისი "ფეისბუქის" გვერდზე, მისი გაგება დაწყებით ინგლისურის ცოდნას მაინც საჭიროებს. აი რა სიტყვები ეწერა ამ „მოქართულე“ კაცს: „ფრენდებიდან წაგშლით“, „ჩემო ფრენდებო“, „ანფრენდს გაგიკეთებთ“, „დაგაჰაიდებთ ფოლოვერებო თაიმლაინზე“, „ფორევარ თქველი ლევანი“ და ა.შ.

- ფორევარ და ჯანდაბა შენ ბატონო ლევან! ქართული რომ არ გყოფნით, ინგლისურს შეურევთ არა? ამ კაცისთვის ქართული ენა აშკარაა რომ მხოლოდ ქართული შრიფტით შემოიფარგლება. აი ამიტომაც არ „მევასებით“ ბატონო ლევან და ამიტომაც არავის არ სჭირება თქვენი ურაპატრიოტიზმი".

ცნობისთვის, კომპანია "ექსტრა მითი" კვების პროდუქტების მწარმოებელი, თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი, ევროპული ხარისხის საწარმოა. "ექსტრა მითში" წარმოება 3 ძირითადი მიმართულებით მიმდინარეობს: ხორცპროდუქტები; თევზის პროდუქტები; ნახევარფაბრიკატები. კვების პროდუქტების ბაზარზე წარმოდგენილი მაღალხარისხიანი 100-მდე დასახელების ნატურალური პროდუქტით საპატიო ადგილს იკავებს კონკურენტებს შორის.

თანამედროვე სტანდარტების შესაბამისმა ძვირადღირებულმა დანადგარებმა, საზღვარგარეთ კვალიფიცირებულმა ტექნოლოგებმა, საქმისადმი ერთგულმა თანამშრომლებმა, სწორად წარმართულმა საწარმოო პროცესმა და მართებულად დაგეგმილმა მენეჯმენტმა კომპანიას უმოკლეს ვადებში მიაღებინა ისეთი მნიშვნელოვანი საერთაშორისო სერტიფიკატები, როგორიცაა: HACCP,ISO-9001, ISO -22000.(HACCP - საერთაშორისოდ აღიარებული საფრთხის ანალიზი და კრიტიკული საკონტროლო წერტილების სისტემის სტანდარტი; ISO-9001 საერთაშორისოდ აღიარებული ხარისხის მენეჯმენტის სისტემის სტანდარტი. ISO -22000 საერთაშორისოდ აღიარებული სურსათის უვნებლობის მენეჯმენტის სისტემის სტანდარტი).

აღნიშნული სერტიფიკატების საფუძველზე, „ექსტრა მითი“ შედის საქართველოს მასშტაბით კომპანიათა იმ ოთხეულში, რომლებიც საერთაშორისო ხარისხსა და სტანდარტს აკმაყოფილებს კვების პროდუქტების წარმოებაში.

პროდუქციის ხარისხზე მეტყველებს ასევე არაგენმოდიფიცირებულობის გარანტი NON GMO.

კომპანია მომხმარებლის ნდობის შესანარჩუნებლად კვლავ აქტიურად განაგრძობს არჩეული პრინციპებითა და სტანდარტებით მუშაობას. სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია ავირჩიოთ ჯანსაღი ცხოვრება ჯანსაღ პროდუქტთან ერთად.


ნანახია: 5709-ჯერ

მსგავსი სიახლეები
იმერეთის მთავარი საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge ხორცპროდუქტების კომპანია 'ექსტრა მითი'-ს ფინანსური მხარდაჭერით, გთავაზობთ
იმერეთის მთავარი საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge ხორცპროდუქტების კომპანია 'ექსტრა მითი'-ს ფინანსური მხარდაჭერით, გთავაზობთ
იმერეთის მთავარი საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge ხორცპროდუქტების კომპანია 'ექსტრა მითი'-ს ფინანსური მხარდაჭერით, გთავაზობთ
იმერეთის მთავარი საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge ხორცპროდუქტების კომპანია 'ექსტრა მითი'-ს ფინანსური მხარდაჭერით, გთავაზობთ
იმერეთის მთავარი საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge ხორცპროდუქტების კომპანია 'ექსტრა მითი'-ს ფინანსური მხარდაჭერით, გთავაზობთ
იმერეთის მთავარი საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge ხორცპროდუქტების კომპანია 'ექსტრა მითი'-ს ფინანსური მხარდაჭერით, გთავაზობთ

ამინდი