Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ძევრის საზაფხულო ბანაკის მონაწილეებს Topnews.com.ge-ს წარმომადგენლებმა ტრენინგები ჩაუტარეს

თარიღი : 2-07-2016, 21:18 | კატეგორია: ახალი ამბები   
topnews.com.ge
თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ძევრის საჯარო სკოლაში გახსნილ ინგლისურენოვან საზაფხულო ბანაკში იმერეთის მთავარი საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge-ს წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.

„მაკლეინის ორგანიზაცია ბავშვებისათვის“ მხარდაჭერით, ინგლისურენოვანი საზაფხულო ბანაკი რამდენიმე წელია წარმატებით ფუნქციონირებს. ინტელექტუალური თამაშებითა და სპორტული შეჯიბრებებით დატვირთული ბანაკი საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან ჩამოსულ მოსწავლეებს მასპინძლობს.

Topnews.com.ge-ს დამფუძნებელმა ქრისტი ქარჩხაძემ და სააგენტოს მარკეტინგული განყოფილების ხელმძღვანელმა თიკო ძოძუაშვილმა ბანაკის მონაწილეებს ტრენინგები ისეთი თემებზე ჩაუტარეს, როგორიცაა, კომუნიკაცია, მომავალი პროფესიის არჩევა, მასთან დაკავშირებული სირთულეები და სხვა. ტრენინგის თითოეულ ნაწილს თან ახლდა სახალისო და საინტერესო დავალებები.

"ძევრის საჯარო სკოლაში არსებულ საზაფხულო ბანაკში "ტოპნიუსი" უკვე მეორედ იმყოფება. გასულ წელსაც ჩვენმა გუნდმა საზაფხულო ბანაკის მონაწილეებისათვის ტრენინგი მსგავს თემატიკაზე ჩაატარა. მოხარულები ვართ, რომ ასეთ კარგ ბავშვებთან შეხვედრის საშუალება მოგვეცა. ამისათვის მადლობა მინდა გავუხადო ძევრის საჯარო სკოლის დირექტორს ბატონ მანუჩარ ფაჩუაშვილს, რომელიც ბევრს აკეთებს არა მხოლოდ ძევრის საჯარო სკოლისთთვის. ასევე, განსაკუთრებულ მადლობას იმსახურებს ქეთი მაკლეინი და "მაკლეინის ასოციაცია ბავშვებისათვის, რომელმაც ბევრ ახალაგაზრდას წარმატების მიღწევის საუკეთესო შანსი მისცა," - განაცხადა ქრისტი ქარჩხაძემ.

საზაფხულო ბანაკი ძევრის საჯარო სკოლაში 12 ივლისამდე გაგრძელდება.

http://www.picz.ge/img/s3/1607/3/1/1a0d0f63974d.jpg


http://www.picz.ge/img/s1/1607/3/9/9442dbafa7e8.jpg


ნანახია: 1835-ჯერ

მსგავსი სიახლეები
გამგებელი ბანაკის მონაწილეების მიერ გამართულ კონცერტს დაესწრო.
იმერეთის რეგიონში საზაფხულო ბანაკები ხუთ მუნიციპალიტეტში ფუნქციონირებს.
ბანაკი, რომელშიც ინტელექტუალური თამაშები და სპორტული შეჯიბრებები მოეწყობა, ფუნქციონირებას 12 ივლისამდე გააგრძელებს.
სააგენტოს წარმომადგენლებმა ბანაკის მონაწილეებს Topnews.com.ge-ს დანიშნულებასა და მის საქმიანობაზე ესაუბრნენ. მოსწავლეებს ასევე
"მაკლეინის საზაფხულო ბანაკი-ძევრის სკოლა 2015"-ში დამეგობრებული 15 დღის განმავლობაში სხვადასხვა სკოლის 170 მოსწავლე დაისვენებს.