Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

'წიგნის ბუდე' სიურპრიზებით სავსე ყუთს ჰგავს'-სიახლე ქუთაისის ბოტანიკურ ბაღში

თარიღი : 2-07-2016, 18:48 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისის ბოტანიკურ ბაღში, გიორგი კეკელიძის ინიციატივით, "წიგნის ბუდე" შეიქმნა, რომელიც შექმნის დღიდან მკითხველთა დაინტერესებისა და მათი რიცხვის ზრდას ემსახურება.

აკითხავენ თუ არა ბოტანიკურ ბაღში განთავსებულ ბუდეს მკითხველები, ამის გასარკვევად topnews.com.ge ბოტანიკური ბაღის ადმინისტრაციას ესაუბრა. მათი თქმით, "წიგნის ბუდეს" მკითხველი არასდროს აკლია. ვიზიტორები ან ადგილზე კითხულობენ წიგნს ან სახლში მიაქვთ და ისევ უკან აბრუნებენ.

როგორც მკითხველები ამბობენ, "წიგნის ბუდე" სიურპრიზებითაა სავსე და მან ფუნქციონირება აუცილებლად უნდა გააგრძელოს.

"წიგნის ბუდე" სიურპრიზებით სავსე ყუთს ჰგავს. ყოველ მისვლაზე შეიძლება ჯერ კიდევ წაუკითხავ და საინტერესო წიგნს მიაკვლიო. ამჟამად, ბუდედან წამოღებულ წიგნს ვკითხულობ. ვფიქრობ, კარგი ინიციატივაა, რომელიც აუცილებლად უნდა გაგრძელდეს,“-აცხადებს ერთ-ერთი მკითხველი.

"წიგნის ბუდე", რომლის ქუთაისში შექმნის ინიციატივაც წარმატებული აღმოჩნდა, საქართველოს სხვადასხვა ქალაქშიცაა განთავსებული.



ხატია ბანძელაძე


ნანახია: 1699-ჯერ

მსგავსი სიახლეები
როგორც გამგეობის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში აცხადებენ, გამგეობამ იზრუნა, რომ წიგნისა და ჟურნალ-გაზეთების მოყვარულებმა
'80 წლის გადასახედიდან', -ასე ჰქვია წიგნს, რომელიც ქუთაისის სპორტული ცხოვრების მემატიანის, ზურაბ ჯავახაძის 80 წლის იუბილეს
როგორც ბოტანიკური ბაღის პრესსამსახურში აცხადებენ, პანდუსის გაკეთება შშმ პირებისთვის უკეთესი გარემოს შესაქმნელად და იმ
ამის შესახებ საქართველოს ეორვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორი გიორგი კეკელიძე ავრცელებს.
ქართული წიგნის ბაზრის კვლევის შედეგების პრეზენტაცია ქუთაისის ბიბლიოთეკაში გაიმართა.
ბოტანიკურ ბაღში სამუშაოები რამდენიმე თვეა მიმდინარეობს.

ამინდი