Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

'არჩევნების მიზანი ხალხის გამოთაყვანებაა,'-საქართველოში რთულ საპარლამენტო არჩევნებს პროგნოზირებენ

თარიღი : 2-07-2016, 17:28 | კატეგორია: ახალი ამბები, პოლიტიკა, არჩევნები   
topnews.com.ge
წიგნის-"არჩევნების ანატომიის" ავტორი ბესო მიქელთაძე ქვეყანაში არსებულ წინასაარჩევნო გარემოს აფასებს.

ბესო მიქელთაძე რთულ არჩევნებს წინასწარმეტყველებს. წიგნის ავტორი იმასაც ამბობს, რომ ქუთაისში არ არის ისეთი კანდიდატი, რომელიც ამომრჩევლისთვის რაიმეს შეთავაზებას შეძლებს.

„არ მგონია ქალაქისთვის რომელიმე პარტიას რაიმეს შეთავაზება შეეძლოს, ამიტომ ძალიან რთული არჩევნები გველოდება. ჩვენ მივიღებთ ყველაზე ჭრელ პარლამენტს რაც კი ოდესმე საქართველოში ყოფილა. ასეთმა პარლამენტმა კი ქვეყნის მომავალი უნდა განსაზღვროს," - ამბობს მიქელთაძე.

"არჩევნების ანატომიის" ავტორის თქმით, ერთი მმართველობის მეორით ჩანაცვლება არა ძალმომრეობით, არამედ სისტემური ცვლილებების გზით უნდა მოხდეს.

„არჩევნების მიზანი ხალხის „გამოთაყვანებაა“, რაც შემდეგს გულისხმობს: სხვადასხვა საქმის, პროფესიისა და აზროვნების ადამიანი უნდა მიიყვანონ საარჩევნო უბნამდე და კონკრეტული პოლიტიკური პარტია შემოახაზინონ",- აცხადებს მიქელთაძე.

როგორც ირკვევა, წიგნის ავტორს რჩევებისათვის ქართველების გარდა, უცხოელი პოლიტიკოსებიც აკითხავენ. ქართველი პოლიტიკოსებიდან ბესო მიქელთაძის ბოლო სტუმარი, რომელმაც ამ უკანასკნელთან ვიზიტის ამსახველი ფოტო სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა, მოძრაობა "ახალი საქართველო"-ს ლიდერი გიორგი ვაშაძე იყო.

„უცხოელები ელექტრონული ფოსტის საშუალებითაც მეკონტაქტებიან, მოსწონთ წიგნი და რჩევებსაც მეკითხებიან. რაც შეეხება ქართველ პოლიტიკოსებს, მათთვის რჩევის მიცემა რთული იქნება, რადგან თითოეულ მათგანს სხვადასხვა საკითხზე სხვადახვა მოსაზრება აქვს," -ამბობს ბესო მიქელთაძე.

ცნობისთვის, საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 2016 წლის 8 ოქტომბერს გაიმართება.

ხატია ბანძელაძე


ნანახია: 1903-ჯერ

მსგავსი სიახლეები
მსოფლიო ჩემპიონი და წიგნის-"არჩევნების ანატომიის' ავტორი ბესო მიქელთაძე უნივერსიტეტების რეიტინგის შესახებ წერს.
მსოფლიო ჩემპიონი და წიგნის- 'არჩევნების ანატომიის' ავტორი ბესო მიქელთაძე დეპუტატებს მიმართავს. მიქელთაძე მათ პარლამენტის
პოლიტიკის ექსპერტის და წიგნ “არჩევნების ანატომიის” ავტორის ბესო (შერმადინ) მიქელთაძის თქმით, 10 დღეში უკრაინის ხელისუფლება
ბესო მიქელთაზე ქუთაისიდან პარლენტის გადატანას აპროტესტებს.
პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეო მასალების გამოქვეყნებას მსოფლიო ჩემპიონი ბესო მიქელთაძე სოციალურ ქსელში აფასებს.
მიმართვაში მიქელთაძე 290-ე ბრძანებაში შეტანილი ცვლილებების შესახებ საუბრობს.

ამინდი