Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

რა სიახლეებს სთავაზობენ ქუთაისში არსებული ლუდის ბარები მომხმარებლებს?

თარიღი : 2-07-2016, 13:39 | კატეგორია: ახალი ამბები, სტატიები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ზაფხულის ცხელი დღეებისაგან თავის დასაღწევად უამრავი საშუალება არსებობს. ერთ-ერთ საშუალებას კი ქუთაისში არსებულ ლუდის ბარებში სტუმრობა და ცივი ლუდის საშუალებით ჰაერის მაღალ ტემპერატურასთან გამკლავება წარმოადგენს.

ქუთაისი ლუდის ბარების სიმრავლით არ გამოირჩევა, თუმცა როგორც ირკვევა, ზაფხულის პერიოდში ბარებში ყოველთვის ხალხმრავლობაა. იმის გასარკვევად, თუ რას სთავაზობენ ქალაქის პრესტიჟულ ადგილებში მდებარე ლუდის ბარები მათთან მისულ სტუმრებს, Topnews.com.ge ბარების მენეჯერებსა და მომსახურე პერსონალს ესაუბრა.

ლუდის ბარ „ბავარია“-ში აცხადებენ, რომ ერთადერთი სიახლე, რომლის შეთავაზებაც ლუდის მოყვარულებისათვის შეუძლიათ, ბარის სახელობის ლუდია. როგორც ბარის მენეჯერი თამუნა ლელაძე განმარტავს, ბარში საფეხბურთო კლუბ "იუვენტუსის" მხარდამჭერები იკრიბებიან და საყვარელ გუნდს გულშემატკივრობენ.

"ბავარია" თუ ლუდომანებს მისივე სახელობის ლუდის დასაგემოვნებლად იწვევს, ზაფხულის სეზონზე მომხმარებლების სიახლით განებივრების საჭიროებას ვერ ხედავენ ლუდის ბარ "კაიზერში". აღნიშნული ბარის პერსონალის განცხადებით, ლუდის ბარი ვიზიტორთა მოთხოვნებს მრავალი სახეობის ლუდის შეთავაზებით ისედაც აკმაყოფილებს.

„ჩვენ ლუდის ბევრი დასახელება გვაქვს, რაც მომხმარებლებისათვის სრულიად საკმარისია,"-აცხადებენ "კაიზერში".

ქუთაისში არსებულ ლუდის ბარებს ლუდის ბარი "ბოჭკები" მართალია არც თუ ისე დიდი ხნის წინ შეემატა, თუმცა ბარმა ლუდის მოყვარულებისა და არა მარტო მათი ნდობა უკვე მოიპოვა. "ბოჭკებში" ვიზიტორებს ადგილზე დამზადებული ლუდისა და ლიმონათ "აიას" გარდა, საფირმო კერძებსაც სთავაზობენ.

,,ბარში მოსულ სტუმრებს შესაძლებლობა აქვთ დააგემოვნონ ნატურალური ლიმონათი ,,აია“, რომელიც მხოლოდ ბარში იყიდება და მათ თვალწინ მზადდება. ეზოც დიდია და კომფორტული. სტუმრებისთვის ეთნოგრაფიული კუთხე გვაქვს მოწყობილი. ტრადიციულ კერძებთან ერთად საფირმო კერძი ,,ბოჭკებიც“ გვაქვს. ასევე, ბარში ევროპის ჩემპიონატების ყურებაცაა შესაძლებელი. გეგმები კიდევ გვაქვს და ზაფხულის დღეებში ქალაქში მყოფ მოსახლეობას სასიამოვნო დღეების გატარებას ვპირდებით,“- განაცხადა ლუდის ბარ ,,ბოჭკების“ მენეჯერმა მზია ნუცუბიძემ.

ხატია ბანძელაძე


ნანახია: 2599-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ფესტივალი, რომელზეც დასწრება უფასოა, სტარტს 17:00 საათიდან აიღებს.
ლუდი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ალკოჰოლური სასმელია მსოფლიოში. შესაბამისად, მუდმივად იზრდება ლუდის ბარებისა თუ ლუდსახარშების
'დვალიშვილი' კვირაში 20 ტონა ლუდის დამზადებას გეგმავს. ამ ეტაპზე ქარხანაში ადგილზე რეალიზაციისათვის მხოლოდ ერთი, კლასიკური
ლუდის წარმოების ტექნოლოგიასა და საუკეთესო ლუდის დადებით მხარეებზე Topnews.com.ge ლუდი 'აია'-ს მწარმოებელ ამბერკი დვალიშვილს
WHO-ის კვლევის თანახმად, საქართველოში წელიწადში საშუალოდ ერთ მოქალაქეზე 7,7 ლიტრი სასმელი მოდის და აქედან თითქმის 50% ღვინოა.
ინტენსიურმა ფიზიკურმა დატვირთვამ შეიძლება გამოიწვიოს ჯანმრთელობისთვის საშიში გაუწყლოება. ლუდისა და არაქისის მიღება ხელს უწყობს

ამინდი