Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოსთან საპროტესტო აქცია გაიმართა

თარიღი : 2-07-2016, 12:47 | კატეგორია: ახალი ამბები   
topnews.com.ge
ქუთაისში, სააპელაციო სასამართლოსთან აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეებმა სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება გააპროტესტეს.

დაკავებულების ოჯახის წევრებისა და უფლებადამცველის თქმით, კოტე ნუცუბიძე და ბესიკ ღაღანიძე სამართლადამცველებმა გასული წლის 3 მაისს დააკავეს. მათ საგამოძიებო ორგანო ყაჩაღობისთვის მზადებასა და იარაღის უკანონო ტარებას ედავებოდა. საქალაქო სასამართლომ ყაჩაღობისთვის მზადება არ დაადასტურა, იარაღის ტარებაზე კი ბრალდებულებს პირობითი მსჯავრი მისცა, რაც სააპელაციო სასამართლომ თავისუფლების აღკვეთით შეცვალა.

"ტაძარში მიდოდნენ. უცებ მათთან სამართალდამცველები მივიდნენ და დააკავეს. ჩაუდეს იარაღი და ყაჩაღობისთვის მზადება დააბრალეს. შემდეგ საქალაქოს მოსამართლემ ყაჩაღობისთვის მზადება არ დაუდასტურა, იარაღის ტარებაზე კი პირობითი მისცა. სააპელაციოს მოსამართლეებმა თეიმურაზ სვანიძემ, მარინა სირაძემ და მარინა იმერლიშვილმა საქალაქოს გამოშვებული ბიჭები ისევ ციხეში დააბრუნეს,"- აცხადებს ბესიკ ღაღანიძის დედა.

დაკავებულთა უფლებადამცველის თქმით, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრებენ.


ნანახია: 1980-ჯერ

მსგავსი სიახლეები
პატიმრის უფლებადამცველის თქმით, საგამოძიებო ორგანოები მისი დაცვის ქვეშ მყოფს ტაქსის მძღოლის ყაჩაღობას ედავებიან, რაც სიმართლეს არ
ბესიკ გოგოლი და დავით სიჭინავა სამართალდამცავებმა ხობში, 2014 წლის 18 აგვისტოს დააკავეს
აქციის მონაწილეებმა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება გააპროტესტეს, რომლის მიხედვითაც მოსამართლემ ადეიშვილს თავისუფლების ორი
ორი მხარე სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების უზენაეს სასამართლოში გასაჩივრებას გეგმავს.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში როგორც დაცვის, ასევე ბრალდების მხარემ გაასაჩივრა.
რაც შეეხება სააპელაციო სასამართლოს, სააპელაციომ პროკურატურის მოთხოვნა კვლავ არ დააკმაყოფილა, ხოლო თემურ ცამციშვილის სააპელაციო

ამინდი