Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისში, თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში გათავისუფლებული მუშების ნაწილი დააბრუნეს

თარიღი : 5-11-2013, 11:44 | კატეგორია: ახალი ამბები   
topnews.com.ge
ქუთაისის თავისუფალი ინდუსტრიული ზონიდან გათავისუფლებულ მუშებს სამსახურში აბრუნებენ.
ქართულ-ეგვიპტური საწარმო „ფრეშ ჯორჯიადან“ ექვსი თვის წინ გათავისუფლებული დაახლოებით სამასამდე მუშიდან 100 მუშა სამუშაოს დაუბრუნდა.
„მუშები იგივე ხელფასებით და იგივე პოზიციაზე იმყოფებიან. ქარხნის ხელმძღვანელობა აცხადებს, რომ დანარჩენი გათავისუფლებულების დაბრუნებაც ეტაპობრივად, ინდუსტრიულ ზონაში ახალი საწარმოების გახსნის შემდეგ მოხდება,“ - ამბობს პროფკავშირების წარმომადგენელი იმერეთში ირაკლი იობიძე.
ქართულ-ეგვიპტურ საწარმოში, სადაც საოჯახო ელექტროტექნიკის დამზადება მიმდინარეობს, თავიდან 1 500-მდე ადამიანი იყო დასაქმებული. დასაქმებულთა სამუშაო საათები 09:00 საათიდან 18:00 საათამდეა, ხოლო საშუალო ანაზღაურება 300 ლარს შეადგენს.
ცნობისთვის, დაახლოებით სამასამდე მუშა „ფრეშ ჯორჯიას“ ხელმძღვანელობამ მიმდინარე წლის მაისის დასაწყისში გაათავისუფლა. ქუთაისის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის ხელმძღვანელმა მიხეილ თიგიშვილმა მაშინ აღნიშნულის მიზეზად ახალი ქარხნების მშენებლობა დაასახელა და გათავისუფლებულებს დაბრუნების პირობა მისცა.


ნანახია: 2287-ჯერ

მსგავსი სიახლეები
სასტუმროს დახურვის მიზეზად დაწესებულებაში სტუმრების მცირე რაოდენობა სახელდება.
თიზ-ში ასევე იგეგმება სამშენებლო მასალების წარმოება.
"ჰუალინგის" თავისუფალი ინდუსტრიული ზონა 2015 წლის 1 ოქტომბრიდან ამოქმედდა.
ქუთაისის ინდუსტრიულ ზონაში პროდუქციის წარმოება 2010 წელს დაიწყო. ზონაში ძირითადად უცხოური კომპანიები არიან და საყოფაცხოვრებო
აქციაში ინდუსტრიული ზონის ტერიტორიაზე მდებარე ავეჯის ფაბრიკაში დასაქმებულები მონაწილეობდნენ. ისინი იმ ყოველდღიურ ანაზღაურებას

ამინდი