Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ვანის მუნიციპალიტეტს 240 პირველკლასელი ეყოლება

თარიღი : 1-07-2016, 17:57 | კატეგორია: ახალი ამბები   
topnews.com.ge
ვანში, ლევან გერსამიას სახელობის კულტურის ცენტრში საბავშვო ბაღების გამოსაშვები საღამო გაიმართა.

წლის შემაჯამებელ ღონისძიებაში მონაწილეობა მუნიციპალიტეტის 21-ვე საბავშვო ბაღის აღსაზრდელმა მიიღო, რომლებმაც ცეკვები და სიმღერები შეასრულეს.

ღონისძიებას ვანის გამგებელი ზაზა ხურციძე, ა(ა)იპ "საბავშვო ბაღების გაერთიანების" დირექტორი გვანცა სიგუა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ.

ვანის გამგებელმა ზაზა ხურციძემ ბავშვებს წარმატებები უსურვა. ასევე, მადლობა გადაუხადა პედაგოგებს ღონისძიების ორგანიზებისთვის.

ა(ა)იპ "საბავშვო ბაღების გაერთიანების" დირექტორმა გვანცა სიგუამ დამამთავრებელი ჯგუფის აღსაზრდელებს სერთიფიკატები და სამახსოვრო საჩუქრები გადასცა.

ცნობისთვის, ვანში პირველკლასელის სტატუსს ბაღის დამამთავრებელი ჯგუფის 240 აღსაზრდელი მოირგებს.

http://www.picz.ge/img/s1/1607/1/3/355638a83d3c.jpg


NS


ნანახია: 1614-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ვანის მუნიციპალიტეტში, ლევან გერსამიას სახელობის კულტურის ცენტრში საბავშვო ბაღების გამოსაშვები ზეიმი გაიმართა.
გამოსაშვებ ღონისძიებაზე ბაღის აღსაზრდელებმა მაყურებლისათვის სიმღერები და ცეკვები შეასრულეს.
ვანის მუნიციპალიტეტის ლევან გერსამიას სახელობის კულტურის ცენტრში,მუნიციპალიტეტის მასშტაბით არსებული საბავშვო ბაღების აღსაზრდელთა
ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ინაშაურის მოსახლეობას შეხვდნენ.