'სამხრეების' ჩამოხევის მუქარიდან გინებამდე-რატომ აგინეს საკრებულოს 'ნაციონალ' დეპუტატებს?
თარიღი : 1-07-2016, 13:55 | კატეგორია: ახალი ამბები, პოლიტიკა

ქუთაისის საკრებულოს სხდომაზე, ქალაქის საკრებულოს წევრმა, „ეროვნული ფორუმი“-ს წარმომადგენელმა კახი დვალიშვილმა საკრებულოს „ნაციონალ“ დეპუტატებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. დვალიშვილმა კონტროლის პალატის ყოფილი თავმჯდომარის, სულხან მოლაშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ მოლაშვილი „ნაციონალებმა“ მოკლეს.
"სულხან მოლაშვილი თქვენი რეჟიმის მსხვერპლია. თქვენ ხმას საერთოდ როგორ იღებთ. გაა... აქედან,"-მიმართა დეპუტატმა ოპონენტ კოლეგებს. კახი დვალიშვილის რეპლიკის დროს „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატებიდან სხდომათა დარბაზში მხოლოდ ბესიკ ბრეგაძე იმყოფებოდა.
თავად დვალიშვილი აცხადებს, რომ ინცინდენტი ამოწურულია, რადგან მან და ბრეგაძემ მოგვიანებით ისაუბრეს და ურთიერთობები გაარკვიეს.
აღნიშნული ინცინდენტი არ არის ერთადერთი, რომელიც კახი დვალიშვილის სახელს უკავშირდება. მის სახელთანაა დაკავშირებული ქუთაისის მერიის დაცვის ყოფილი უფროსი ინსპექტორის იმედა კირკიტაძის სამსახურიდან გათავისუფლება. ინცინდენტი დვალიშვილის ავტომანქანის პარკირების საკითხმა გამოიწვია. თავად დეპუტატი კი დაცვის სამსახურის თანამშრომელს "სამხრეების" ახევით დაემუქრა.
მოგვიანებით თემის კომენტირებისას დვალიშვილმა განაცხადა, რომ თავს დამნაშავედ არ გრძნობდა, რადგან კანონის შესაბამისად მოქმედებდა და სწორედ ამიტომ მისცა შენიშვნა დაცვის უფროსს.