Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ძლიერმა წვიმამ და მეხმა იმერეთის რეგიონში მოსახლეობის ნაწილი უშუქოდ დატოვა

თარიღი : 1-07-2016, 11:27 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
30 ივნისს, იმერეთის რეგიონში მოსულმა უხვმა ნალექმა რეგიონის მოსახლეობისათვის ელექტროენერგიის მიწოდების კუთხით პრობლემები შექმნა. კერძოდ, ძლიერი წვიმისა და მეხის გამო 35 კვტ. გადამცემი ხაზი "ვარციხე" გაითიშა, რის გამოც ელექტროენერგიის მიწოდება ვანის მუნიციპალიტეტის სოფლებს შეუწყდა.

ხოლო ნიკეასა და ჭომის დასახლებებში ძლიერის წვიმის მიზეზით ფიდერების გათიშვას ამავე დასახლებებში მოსახლეობის ძაბვის გარეშე დარჩენა მოჰყვა.

როგორც Topnews.com.ge-ს "ენერგო პრო ჯორჯიას" დასავლეთ საქართველოს ფილიალის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს, ხარვეზების აღმოფხვრაზე სამსახურის ბრიგადები ღამის განმავლობაში მუშაობდნენ.

"ამ დროისათვის ძაბვის გარეშე რეგიონში არც ერთი აბონენტი არ რჩება. პრობლემა არის ქუთაისში, თაბუკაშვილი ქუჩაზე, სადაც მოსახლეობას ელექტროენერგიის მიწოდება 15:00 საათისთვის აღუდგება," - აცხადებს კომპანიის პრესცენტრში.


ნანახია: 1640-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ძლიერი ქარის გამო, იმერეთის რეგიონში ელექტროენერგიის გარეშე 25 900 აბონენტი რჩება.
ვანის მუნიციპალიტეტში ძლიერი წვიმის, ქარისა და წყალმოვარდნების გამო ავარიულად იყო გათიშული რვა ფიდერი.
ძლიერი წვიმის შედეგად ელექტროენერგიის მიწოდების კუთხით არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით, 'ენერგო პრო ჯორჯია"-ში საგანგებო
ამ დროისათვის ელექტროენერგია იმერეთის რეგიონში გათიშული აქვს ვანის, ბაღდათის, საჩხერისა და ჭიათურის მუნიციპალიტეტებს.
დიდთვოლობის გამო, რეგიონში ელექტროენერგიის მიწოდების კუთხით არსებულ მდგომარეობაზე 'ენერგო პრო ჯორჯიას' დასავლეთ საქართველოს
იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმის რეგიონებში "ენერგო-პრო ჯორჯიას" 45 000 აბონენტი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი.

ამინდი