Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ვანში ბაღის აღსაზრდელებს სასწავლო წლის დასრულება გამგებელმა მიულოცა

თარიღი : 30-06-2016, 20:04 | კატეგორია: ახალი ამბები   
topnews.com.ge
ვანის მუნიციპალიტეტში, ლევან გერსამიას სახელობის კულტურის ცენტრში საბავშვო ბაღების გამოსაშვები ზეიმი გაიმართა.

წლის შემაჯამებელ ღონისძიებაში მონაწილეობას იღებდა ვანის მუნიციპალიტეტის 21-ვე საბავშვო ბაღის აღსაზრდელი, რომლებიც მთელი მონდომებით ასრულებდნენ სცენაზე ცეკვებს და სიმღერებს.

ღონისძიებას ვანის მუნიციპალიტეტის გამგებელი ზაზა ხურციძე, ა(ა)იპ საბავშვო ბაღების გაერთიანების დირექტორი გვანცა სიგუა, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და საზოგადოების სხვა წევრები დაესწრნენ.
http://www.picz.ge/img/s4/1606/30/0/09fe1d94e990.jpg


სცენიდან მიულოცა ბავშვებს ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლა გამგებელმა ზაზა ხურციძემ, წარმატებები უსურვა მათ და მადლობა გადაუხადა პედაგოგებს ასეთი შესანიშნავი ღონისძიების ორგანიზებისთვის.

ა(ა)იპ საბავშვო ბაღების გაერთიანების დირექტორმა გვანცა სიგუამ დამამთავრებელი ჯგუფის აღსაზრდელებს და ბაღის უფროსებს სერთიფიკატები და სამახსოვრო საჩუქრები გადასცა.
აღსანიშნავია რომ წელს ვანის მუნიციპალიტეტის მასშტაბით არსებული 21 საბავშვო ბაღის დამამთავრებელი ჯგუფის 240 აღსაზრდელი, პირველკლასელის სტატუსს მოირგებს.

NS


ნანახია: 2096-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ვანში, ლევან გერსამიას სახელობის კულტურის ცენტრში საბავშვო ბაღების გამოსაშვები საღამო გაიმართა.
გამოსაშვებ ღონისძიებაზე ბაღის აღსაზრდელებმა მაყურებლისათვის სიმღერები და ცეკვები შეასრულეს.
ვანის მუნიციპალიტეტის ლევან გერსამიას სახელობის კულტურის ცენტრში,მუნიციპალიტეტის მასშტაბით არსებული საბავშვო ბაღების აღსაზრდელთა

ამინდი