ვანის ყოფილი გამგებელი "ოცნებაში" წავიდა
თარიღი : 4-11-2013, 19:16 | კატეგორია: პოლიტიკა

ვანის მუნიციპალიტეტის ყოფილმა გამგებელმა ზურაბ გეგიძემ თანამდებობაზე დაბრუნების თხოვნით სამტრედიის რაიონულ სასამართლოს მიმართა. თუმცა ყოფილი გამგებელი ამ ეტაპზე სხვა დეტალებზე არ საუბრობს და ამის გაკეთებას სასამართლო დავის დასრულების შემდეგ არჩევს.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის დავით ლორთქიფანიძის განცხადებით, ზურაბ გეგიძე, რომელიც „ნაციონალების“ კადრად მოიაზრებოდა, მათ გაემიჯნა. უმრავლესობის დეპუტატი იმასაც ამბობს, რომ ყოფილი გამგებელი ამ ეტაპზე „ქართულ ოცნებაშია“ და თუ სასამართლო მის სარჩელს დააკმაყოფილებს, ზურაბ გეგიძე გამგებლის თანამდებობაზე მათთვის მისაღები კადრი იქნება.
ცნობისთვის, ზურაბ გეგიძეს თანამდებობა დაახლოებით ორი თვის წინ, ვანის საკრებულომ დაატოვებინა. აღნიშნულის არაოფიციალურ მიზეზად ვანის მაჟორიტარის პაატა ლეჟავას მხრიდან გამგებელსა და საკრებულოს წევრებზე ზეწოლა დასახელდა.