ერთიანი ეროვნული გამოცდები ხვალ იწყება-ქუთაისში გამოცდები 3 საგამოცდო ცენტრში ჩატარდება
თარიღი : 30-06-2016, 19:29 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება

ერთიანი ეროვნული გამოცდები ხვალ იწყება.
ქუთაისში გამოცდები 3 საგამოცდო ცენტრში ჩატარდება. 1-ელ, 41 -ე და მე-17 სკოლებში აბიტურიენტთა რეგისტრაცია 08:00 საათზე დაიწყება.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, პირველი გამოცდა ქართულ ენასა და ლიტერატურაში ჩატარდება.
გამოცდებისათვის რეგისტრირებულთა რაოდენობაა:
•ერთიანი ეროვნული გამოცდები - 38 500 -ზე მეტი აბიტურიენტი;
•სტუდენტთა საგრანტო კონკურსი - 4 000 -მდე სტუდენტი;
•საერთო სამაგისტრო გამოცდა - 12 500 -ზე მეტი კანდიდატი;
•პედაგოგთა საგნობრივი გამოცდა - 22 700 -ზე მეტი პედაგოგი.
2016 წელს, გამოცდები ნაწილობრივ ელექრონული ფორმატით ჩატარდება - ფორმატის ცვლილება მხოლოდ ტესტის (და არა პასუხების ფურცლის) ელექტრონულად მიწოდებას ითვალისწინებს.