Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

'ნუ გადაყრით ტყუილად ფულს ვითომ და ახალ ტელეფონში'-'ჯეოსელში' მეორადი ტელეფონი ახლად გაასაღეს

თარიღი : 30-06-2016, 17:43 | კატეგორია: ახალი ამბები, სტატიები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
მომხმარებელთა უფლებების დაცვა საქართველოში ერთ-ერთ პრობლემატურ საკითხს წარმოადგენს. აღნიშნული პრობლემის მთავარი საფუძველი ისაა, რომ საქართველოში არ არსებობს კანონი, რომელიც მომხმარებელთა უფლებების დაცვას უზრუნველყოფს. შესაბამისად, მზარდია იმ ადამიანების რიცხვიც, რომლებიც საკუთარი უფლებების დაცვას ცდილობენ, თუმცა-უშედეგოდ.

topnews.com.ge-ს ერთ-ერთი მომხმარებელი დაუკავშირდა. გიორგი დათეშიძე თვლის, რომ კომპანია "ჯეოსელმა' მისი, როგორც მომხმარებლის უფლებები დაარღვია.კონკრეტულად რას და როგორ ეხება საქმე, ამას დათეშიძე თავად განმარტავს.

,,მინდა დავწერო და ყველამ იცოდეს იმის შესახებ რაც გადამხდა თავს...
რადგან ჯეოსელმა ყურადღება არ მომაქცია და გადაწყვიტა ფეხებზე დაეკიდებინა ჩემი პრობლემა, ჩემი ძალებით ამ პრობლემის მოგვარება ვერ შევძელი. სწორედ ამიტომ ვწერ ყველა სოციალურ ქსელში და ვცდილობ გავავრცელო ეს ინფორმაცია.

თავიდან ძალიან გამეხარდა ის ფაქტი, რომ როგორც იქნა ვიღაც გახდა (ჯეოსელი) apple-ის ოფიციალური შემომტანი საქართველოში. სწორედ ამის გამო მივედი ქუთაისის ჯეოსელის ოფისში და შევიძინე iPhone 6s - 64GB. 2628 ლარი განვადებით, როდესაც მეორადის ფასი 1700-იყო!

შეძენის დღეს, თითქოსდა (ქარხნულად) შეფუთული ტელეფონი, ჯეოსელის ოპერატორმა ჩემს თვალწინ გახსნა. თავიდანვე ძალიან გამიკვირდა ის ფაქტი, როდესაც ტელეფონსა და ეკრანზე დამცავ ცელოფნის საფარს შორის, მტვერი აღმოვაჩინე, მაშინვე ვკითხე ოპერატორს, რატომ ჰქონდა „გაუხსნელ“ ტელეფონს მტვერი, „ხომ ნამდვილად ახალი ტელეფონია“ თქო? ოპერატორმაც გაიკვირვა მტვერის არსებობა ტელეფონზე და დამიდასტურა რომ ახალი ტელეფონია და რომ პირველად გაიხსნა ჩემ თვალწინ.

სახლში რომ დავბრუნდი, apple-ის ოფიცილურ საიტზე შევამოწმე ტელეფონის საერთაშორისო გარანტიის დეტალები (გარანტია არის ერთწლიანი და ამოქმედება ხდება ტელეფონის პირველად გააქტიურების შემდეგ) და აღმოვაჩინე რომ გარანტიის ვადის ათვლა უკვე ერთი თვის დაწყებული იყო.

უკვე დავრწმუნდი, რომ ის მტვერი იმის გამო იყო ტელეფონში ჩარჩენილი, რომ ჩემს მიერ ტელეფონის შეძენამდე ერთი თვით ადრე აქვს ვიღაცას ტელეფონი ჩანართავი და გააქტიურებული. პრობლემა მხოლოდ ამაში არ არის, კამერას რომ ჩავრთავ 5-10 წამი გაშეშებულია ბოლოს გადანაღები ფოტო.

მეორე დღესვე მივმართე ჯეოსელის ოფისს და მოვითხოვე სკითხის გარკვევა, თუმცა მათთან რამდენიმე თვეა უშედეგოდ ვცდილობ ჩემი სიმართლის დამტკიცებას. ფილიალშიც დავაფქსირე და ქოლ ცენტრშიც, apple-ის ოფიციალური საიტის მონაცემებიც გავაცანი რომ დარწმუნებულიყვნენ სიმართლეში და პასუხად მივიღე ის, რომ თურმე apple-ის საიტი ხანდახან ცდება და არასწორ ინფორმაციას აჩვენებს.

როდესაც ოფიციალურად ტელევიზიით აკეთებ რეკლამას, რომ ქვეყანაში მხოლოდ შენ გაქვს ბრედნის შემოტანის უფლება და რომ საუკეთესო ხარისხის ტელეფონები მხოლოდ ჯეოსელშია, ამ დროს კი ხელმეორედ შეფუთულ მეორად ტელეფონს ყიდი ახალი ტელეფონის ფასად (საერთოდ არ არის გამორიცხული რომ იმ ერთი თვის მანძილზე ტელეფონი ვინმეს გამოეყენებინა..), თუ მე მომხმარებელი ამ ხარვეზსს ვპოულობ და გიფიქსირებ პირადად შენ-კომპანიას და გთხოვ რომ მოხდეს პრობლემის აღმოფხვრა, კომპანიის ინტერესებში რატომ არ უნდა შედიოდეს რომ დროულად მომიგვაროს პრობლემა და არ მაიძულოს სოციალურ ქსელებში ვწერო თუ როგორი მოტყუებული დავრჩი...

ყველას გირჩევთ ნუ გადაყრით ტყუილად ამდენ ფულს ვითომ და ახალ ტელეფონში, როდესაც იგივე ტელეფონს თქვენ თვითონაც ჩამოიტანთ ბევრად იაფად, ვიდრე ჯეოსელშია!,-" აცხადებს გიორგი დათეშიძე.

topnews.com.ge საკითხის გარკვევას geocell-ის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში შეეცადა, თუმცა კომპანიაში ზარს არ პასუხობენ.

მომხმარებელთა უფლებების დაცვის ასოციაცია "ეტიკი"-ს წარმომადგენელი ამირან შენგელია სააგენტოსთან სუბარში განმარტავს, რომ მომხმარებლის მოტყუება სისხლის სამართლის დანაშაულია. როგორც უფლებადამცველი ამბობს, სისხლის სამართლის კოდექსში ჩადებულია მუხლი, რომელიც მომხმარებლის მოტყუებისათვის პასუხისგებას ითვალისწინებს. მისივე თქმით, კომპანია ვალდებულია შეაკეთოს ძველი ან ახალი ნივთი გადასცეს მომხმარებელს.

დათეშიძის შემთხვევა ერთ-ერთია იმ უამრავ შემთხვევათაგან, რომლებიც მომხმარებელთა უფლებების დარღვევის ფაქტებს უკავშირდება. topnews.com.ge განაგრძობს თემაზე მუშაობას და ვრცელ მასალას მიმდინარე კვირაში შემოგთავაზებთ.


ნანახია: 3816-ჯერ

მსგავსი სიახლეები
'ჯეოსელი'-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის განცხადებას topnews.com.ge უცვლელად გთავაზობთ.
"ჯეოსელი"-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის განცხადებას topnews.com.ge უცვლელად გთავაზობთ.
'მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ' კანონპროექტთან დაკავშირებით საზოგადოებრივი ორგანიზაციები პარლამენტსა და მთავრობას
როცა ვადაგასული ან მოკლევადიანი პროდუქციის გაყიდვით, რომელსაც ვარგისიანობის ვადა შესაძლოა მოხმარების პროცესში ამოეწუროს,
სტუდენტებს ექნებათ საშუალება მიმართონ ორგანიზაციის წარმომადგენლებს და მათთან ერთად გადაჭრან სხვადასხვა სტუდენტური პრობლემა.

ამინდი