Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

WI-FI, ელექტრონული ბიბლიოთეკა და თანამედროვე ტექნოლოგიები ქუთაისის სკვერში

თარიღი : 30-06-2016, 12:20 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისში, რუსთაველის გამზირზე მდებარე იმ მიწისქვეშა გადასასვლელთან, სადაც ტურიზმის საინფორმაციო ცენტრის შენობა იყო განთავსებული, ენერგოეფექტური სკვერი გაიხსნა. სკვერის გახსნას ქალაქის მერი შოთა მურღულია და საკრებულოს თავმჯდომარე დავით დვალი ესწრებოდნენ.
http://www.picz.ge/img/s1/1606/30/6/6d044b40e333.jpg


"მზის გვირილა" თანამედროვე ტექნოლოგიებით და მზის ელემენტებით აღჭურვილი კონსტრუქციაა, რომლის ქვეშ განთავსებულია USB დასამუხტი წერტილები.აღნიშნული ტექნოლოგიური ინსტალაცია, დღისით მასზე განთავსებული მზის ბატარეების მეშვეობით, იღებს საჭირო ენერგიას და გამოიყენება როგორც ავტონომიური დასამუხტი საშუალება, რაც უფრო მეტად ეკოლოგიურად სუფთა გარემოში ცხოვრების წესის დანერგვას შეუწყობს ხელს. ქუთაისის ტურიზმის საინფორმაციო ცენტრის გახსნის შემდეგ, აღნიშნულ სკვერში ხელმსაწვდომი იქნება WI-FI, ელ.ბიბლიოთეკა და სხვადასხვა ინფორმაციის მიღება QR კოდების მეშვეობით.

,,ქალაქში გვირილის ფორმის ფიგურა დაიდგა, რომელიც მზის ენერგიას ელექტროენერგიად გარდაქმნის. აქ მოსულ ადამიანს საშუალება ექნება, რომ ამ ფიგურის მეშვეობით რამდენიმე ნივთი დამუხტოს. აქვე ტურისტული ცენტრი იხსნება და ძალიან მნიშვნელოვანია ამ შენობის წინ ენერგო ეფექტური სკვერის არსებობა“-განაცხადა შოთა მურღულიამ.

პრეზენტაციას ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლების გარდა, პროექტის ორგანიზატორები მერიის ეკონომიკური განვითარებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ქონების მართვის სამსახურის განყოფილების თანამშრომლები, ასევე ორგანიზაცია - „ვინროკ ინტერნეიშენალ ჯორჯიას" წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.


ნანახია: 2542-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ენერგოეფექტური სკვერი ქუთაისში ადგილობრივი თვითმმართველობის ინიციატივით გასულ წელს გაიხსნა.
როგორც ქუთაისის მერიაში topnews.com.ge–ს განუცხადეს, ტერიტორიაზე დაახლოებით ერთ თვეში ენერგოეფექტური სკვერი მოეწყობა.
ცენტრის მოწყობაში ქუთაისის მერიასთან ერთად საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციაა ჩართული.
ქუთაისში, ტურიზმის საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელად ქალაქის მერიის ეკონომიკის განვითარებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის
ქუთაისის მერიის ეკონომიკური განვითარებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ქონების მართვის სამსახურმა გაწეული საქმიანობის ანგარიში
ქუთაისის მერიის ეკონომიკური განვითარებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ქონების მართვის სამსახურის ტურიზმის განყოფილების

ამინდი