თერჯოლის მუნიციპალიტეტი სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისგან გათავისუფლდა
თარიღი : 30-06-2016, 11:49 | კატეგორია: ახალი ამბები

თერჯოლის მუნიციპალიტეტის გამგებელმა თეიმურაზ ჯაფარიძემ მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში გამგებლის წარმომადგენლებთან თათბირი გამართა, რომელსაც ასევე ესწრებოდნენ გამგებლის მოადგილეები- ნუკრი სარდანაძე და გოჩა ვერულაშვილი.
თეიმურაზ ჯაფარიძემ გამგებლის წარმომადგენლებს თერჯოლის მუნიციპალიტეტის სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან გათავისუფლების თაობაზე საქართველოს მთავრობის განკარგულება გააცნო, რომლის მიხედვითაც სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი ინტერესების გათვალისწინებით, ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზების სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელების მიზნით, თერჯოლის მუნიციპალიტეტი 3 თვის ვადით თავისუფლდება სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან და ეძლევა უფლება მოიპოვოს 30 000 კუბ. მეტრი საშენი მასალა (კირქვა, ღორღი) შემდეგ ტერიტორიებზე: სოფ. ზედა ალისუბნის მიმდებარე ტერიტორია-75 000 კუბ. მეტრი კირქვა (ღორღი); სოფ. ქვედა სიმონეთის მიმდებარე ტერიტორია-15 000 კუბ. მეტრი ღორღი; სოფ. თუზი, თავასას მიმდებარე ტერიტორია-7 500 კუბ. მეტრი ღორღი.
თათბირზე ასევე გამგეობის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსმა გურამ თურქაძემ გამგებლის წარმომადგენლებს გააცნო თერჯოლის მუნიციპალიტეტის მონაწილეობა შოთა რუსთაველის საიუბილეო-850 წელთან დაკავშირებით პროექტის „სჯობს სახელისა მოხვეჭა, ყოველსა მოსახვეჭელსა“ ფარგლებში ხელნაკეთი წიგნის „ვეფხისტყაოსნის“ შექმნასთან დაკავშირებით. ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინიციატივით დაწყებულის პროექტის მიზანს აღნიშნულ საქმეში სხვადასხვა ასაკისა და პროფესიის როგორც საერო, ასევე სასულიერო წრის საუკეთესო ხელმწერების ჩართვა წარმოადგენს. თავად თერჯოლაში კი "ვეფხისტყაოსნი" 40 სტროფი გადაიწერება.
თათბირზე ასევე განიხილეს სხვა, მუნიციპალიტეტის მოსახლეობისათვის აქტუალური საკითხები.
NS