ნატო ქათამაძის მორიგი პროტესტი საკრებულოს სხდომაზე
თარიღი : 29-06-2016, 15:25 | კატეგორია: ახალი ამბები

ქუთაისის საკრებულომ დროებითი სამუშაო კომისიის შემადგენლობა დაამტკიცა.
საკრებულოს სხდომაზე ქუთაისის საკრებულოს წევრმა და გამარჯვების ოლქის მაჟორიტარმა ნატო ქათამაძემ პროტესტი 2006-2015 წლებში გასხვისებული შენობა-ნაგებობების კანონიერების შესწავლის მიზნით შექმნილი პერსონალური ჯგუფის შემადგენლობასთან დაკავშირებით გამოთქვა. ქათამაძის განცხადებით, გუნდის ხელმძღვანელი გია ქობალიანი საკითხში გარკვეული არ არის, რის გამოც ჯგუფი შედეგიან მუშაობას ვერ შეძლებს.
„ბატონ გია ქობალიანს იმ საქმის არანაირი გამოცდილება არ აქვს, რომელ საქმეშიც ჩართეს. ამიტომაც ვფიქრობ, რომ ის გუნდის წევრებმა გაწირეს. დროებით შექმნილი სამუშაო ჯგუფის პერსონალური შემადგენლობის მუშაობა შედეგს ვერ გამოიღებს,“-აცხადებს ქათამაძე.
ნატო ქათამაძის განცხადებას, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ნიკა ლატარია ეხმაურება. მისი თქმით, ის მოხარულია, რომ გადაწყვეტილებას უმრავლესობა დამოუკიდებლად იღებს და მოხარულია იმის გამოც, რომ ჯგუფში ოპოზიციის წარმომადგენლებიც არიან.
,,უმრავლესობის გადაწყვეტილებით შეიქმნა ჯგუფის შემადგენლობა. ხელმძღვანელის ვინაობაც ამავე პრინცით დადგინდა. ამ შემთხვევაში კი უპირატესობა უმრავლესობის გადაწყვეტილებას აქვს,"-აცხადებს ლატარია.
შეგახსენებთ, რომ დროებითი სამუშაო ჯგუფი, რომელმაც 2006-2015 წლებში, ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ გასხვისებული ქონების კანონიერება უნდა შეისწავლოს, ქუთაისის საკრებულოში მიმდინარე წლის 27 აპრილს შეიქმნა.
ხატია ბანძელაძე