'როგორც გენებოთ'-მარჯანიშვილის თეატრი ჭიათურას ესტუმრა
თარიღი : 29-06-2016, 14:02 | კატეგორია: ახალი ამბები

კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი ჭიათურას სპექტაკლით „როგორც გენებოთ“ ესტუმრა.
შექსპირის რომანტიკული კომედია მარჯანიშვილის დასმა აკაკი წერეთლის სახელობის დრამატული თეატრის სცენაზე წარმოადგინა.
სპექტაკლის დადგმა რეჟისორ ლევან წულაძეს ეკუთვნის, რომელშიც მსახიობები: ნატა მურვანიძე, ნიკა თავაძე, მანანა კაზაკოვა, ონისე ონიანი, ბესო ბარათაშვილი, როლანდ ოქროპირიძე და სხვ. მონაწილეობდნენ.
წარმოდგენას ჭიათურის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე ლალი კაპანაძე და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ცნობისთვის, შექსპირის გარდაცვალებიდან 400 წელი სრულდება. ამ თარიღთან დაკავშირებით, მარჯანიშვილის თეატრი საქართველოს დიდ ქალაქებსა და რაიონულ ცენტრებში შექსპირის პიესას "როგორც გენებოთ“ წარმოადგენს.
პროექტი საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს, კომპანია ,,ჯორჯიანმანგანეზის", ქობულეთის მუნიციპალიტეტის, ზუგდიდის მერიის, ახალციხის მუნიციპალიტეტის, კომპანია რედიქსისა და ხულოს პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის მხარდაჭერით ხორციელდება.

NS