ქუთაისელი კალათბურთელი ბავშვების წარმატება
თარიღი : 28-06-2016, 17:58 | კატეგორია: ახალი ამბები

ქუთაისის კალათბურთელ ბავშვთა ნაკრები ”junior NBA”-ის ლიგის პირველი გათამაშების ჩემპიონი გახდა.
jr nba საქართველოში ჩემპიონატს ორ ეტაპად, დასავლეთ და აღმოსავლეთ რეგიონებში მართავდა. ქუთაისელებმა ჯერ დასავლეთ საქართველოში გაიმარჯვეს ხოლო მოგვიანებით ქვეყნის ჩემპიონები გახდნენ.
გამარჯვებულები ქუთაისის მერმა შოთა მურღულიამ მიიღო და მათ სიგელები გადასცა. ქუთაისის კალათბურთელ ბავშვთა ნაკრების ჩემპიონატზე ასპარეზობა, ა(ა)იპ სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანებამ დააფინანსა.
„წელს ყველა რეკორდი მოვხსენით სპორტის ამ სახეობაში. ცოტა ხნის წინ საქართველოს ჩემპიონები გავხდით კალათბურთში, მოვიპოვეთ სხვადასხვა თასები, ახლა კიდევ ეს წარმატება. ქუთაისის კალათბურთელ ბავშვთა ნაკრების ”jr nba”-ის ჩემპიონობა ძალიან მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლოა,“- განაცხადა ქუთაისის მერმა.
ჩემპიონატი საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსა და საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინიციატივით ჩატარდა.