"გოჩა ნოსტრა"-ქუთაისში გოჩა თევდორაძის კლანური მმართველობის წინააღმდეგ
თარიღი : 4-11-2013, 12:47 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

ქუთაისის საკრებულოში უმრავლესობაში მყოფი ფრაქციის "საქართველოს პატრიოტთა ალიანსის" წევრების და ამავე პარტიის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდოამრის გოჩა თევდორაძის წინააღმდეგ, ქალაქში მოქმედმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა საპროტესტო-გამაფრთხილებელი აქცია გამართეს.
არასამთავრობო ორგანიზაცია „საზოგადოებრივი ინტერერესების დაცვის ცენტრის“ ხელმძღვანელის სულხან ქობულაძის თქმით, გოჩა თევდორაძის ხელშია ქალაქის საკრებულოს უმრავლესობა, ქალაქის მერიის საკონკურსო კომისია და მას ემორჩილება ქალაქის საკრებულოს თავმჯდომარე. როგორც ქობულაძე ამბობს, გოჩა თევდორაძე ფლობს ქალაქის უძრავ ქონებას, ხოლო ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებლად ერთ-ერთი ვიცე-მერის, გია შარაბიძის დანიშვნა უნდა.
"გოჩა თევდორაძემ არ უნდა მართოს ეს ქალაქი. ამ ქალაქს სხვა ტრადიციები და ღირებულებები აქვს. თევდორაძემ ამ წლების განმავლობაში უკანონოდ დაიკანონა მიწები, ააშენა სასტუმროები, მაღაზიები, მაწილი ამ ქონებისა მის სახელზე დაიკანონა, დარჩენილი ქონება კი დანაშაულის დაფარვის მიზნით სხვის სახელზე აქვს გაფორმებული. ასევე მოვითხოვთ თანამდებობა დატოვოს საკრებულოს თავმჯდომარემ თამაზ მარგველაშვილმაც, რომელიც გოჩას ინტერესების გამტარებელია,"- ამბობს არასამთავრობო ორგანიზაცია "საზოგადოებრივი ინტერესების დაცვის ცენტრის" ხელმძღვანელი სულხან ქობულაძე.