Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

სამტრედიაში სოფლების განვითარების სტრატეგიაზე იმსჯელეს

თარიღი : 28-06-2016, 16:18 | კატეგორია: ახალი ამბები   
topnews.com.ge
სამტრედიის მუნიციპალიტეტში საკონსულტაციო საბჭოს სხდომა გაიმართა.

შეხვედრას იმერეთის გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე, პირველი მოადგილე პაატა ნადირაძე, ვიცე გუბერნატორები: გიორგი ჭიღვარია და იოსებ ხახალეიშვილი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე თენგიზ შერგელაშვილი, მუნიციპალიტეტების გამგებლები და საკრებულოს თავმჯდომარეები ესწრებოდნენ.

მხარეებმა იმერეთის რეგიონული სამსახურის უფროსისგან სასწრაფო სამედიცინო დახმარების ოფისების შესახებ მიიღეს ინფორმაცია. ასევე, სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ ქონებაზე პრივატიზებასთან დაკავშირებულ პრობლემებზე იმსჯელეს.

საკონსულტაციო საბჭოს სხდომის ერთ-ერთი მთავარი თემა საქართველოს სოფლების განვითარების სტრატეგიისა და პერსპექტივების განხილვა იყო. მხარისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა 2016-2017 წლების სამოქმედო გეგმაში შესატან ცვლილებებზე იმსჯელეს.

ცნობისთვის, იმერეთის გუბერნატორთან არსებული სამხარეო საკონსულტაციო საბჭო სამ თვეში ერთხელ იკრიბება და ორი ძირითადი მიმართულებით მუშაობს: სოციალურ-ეკონომიკურ საკითხებსა და რეგიონის განვითარების სტრატეგიაზე.


ნანახია: 1626-ჯერ

მსგავსი სიახლეები
საბჭოს სხდომაზე მუნიციპალიტეტებში 2016 წელს განსახორციელებელ პროექტებზე, ტენდერების მიმდინარეობასა და ამ კუთხით არსებულ
ბაღდათის მუნიციპალიტეტში იმერეთის გუბერნატორის ადმინისტრაციასთან არსებული საკონსულტაციო საბჭოს პირველი გასვლითი სხდომა გაიმართა.
სტრატეგიაში ასახულია იმერეთის რეგიონის განვითარების ხედვა, პრიორიტეტული მიმართულებები, სტრატეგიული მიზნები და ამოცანები.
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის–გუბერნატორის ადმინისტრაცია მსგავსი ტიპის გასვლით რეგიონულ თათბირებს ყოველ თვეში ერთხელ მართავს.
შეხვედრის ერთ–ერთი მთავარი თემა აზიური ფაროსანა და მის წინააღმდეგ გასატარებელი ღონისძიებები იყო.

ამინდი