Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისის მერიის თანამშრომლები პოლონეთს ესტუმრნენ

თარიღი : 28-06-2016, 11:20 | კატეგორია: ახალი ამბები   
topnews.com.ge
ქუთაისის მერიის თანამშრომლების 7 კაციანი დელეგაცია ოფიციალური ვიზიტით პოლონეთის რესპუბლიკის ქალაქ პოზნანს სტუმრობდა.

დელეგაციის სტუმრობა, რომელსაც ეკონომიკური განვითარებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ქონების მართვის სამსახურის უფროსი პაატა კლდიაშვილი ხელმძღვანელობდა, პოზნანის მერიის ინიცირებითა და ფინანსური მხარდაჭერით მოეწყო.

ვიზიტის ფარგლებში, ქალაქის ხელმძღვანელ პირებთან, ექსპერტებთან და კერძო სექტორის წარმომადგენლებთან ოფიციალური შეხვდერები გაიმართა.

აღნიშნულ შეხვედრებზე ქუთაისისა და პოზნანის განვითარების სტრატეგიები, მათი შემუშავებისა და იმპლემენტაციის საკითხები, ქალაქების წინაშე არსებული ძირითადი გამოწვევები და დაგეგმილი პროექტების განხორციელებით მისაღები შედეგები განიხილეს.

ასევე, შეხვედრების მთავარ მიზანს ტურიზმის ტერიტორიული მარკეტინგი, ქალაქის ბრენდინგი, ქალაქში არსებული პარკირების სისტემის ფუნქციონირება, მეწარმეთა ხელშეწყობა და ინვესტიციების მოზიდვა წარმოადგენდა.

დელეგაციას მასპინძლობა გაუწია ქალაქ პოზნანის მერის პირველმა მოადგილემ მარიუშ ვისნიევსკიმ, რომელმაც ხაზი გაუსვა ქალაქებს შორის არსებულ მჭიდრო ურთიერთობასა და სამომავლო თანამშრომლობის აუცილებლობას.


ნანახია: 2097-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ქუთაისის მერიის ეკონომიკური განვითარებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ქონების მართვის სამსახურის ტურიზმის განყოფილების
ქუთაისის მერიის სხდომათა დარბაზში, ქუთაისთან დამეგობრებული პოლონეთის ქალაქ პოზნანის უნივერსიტეტების წარმომადგენლებთან შეხვედრა
გამოფენაზე ქალაქ ქუთაისისა და მისი შემოგარენის ტურისტული პოტენციალი საგამოფენო სტენდით არის წარმოდგენილი.
სტუმრები სამომავლო ერთობლივი პროექტების განხორციელებისათვის ქუთაისის საინვესტიციო გარემოს გაეცნობიან.

ამინდი