'სპეციალური სერვისები' ქუთაისში სამუშაოებს აგრძელებს
თარიღი : 27-06-2016, 19:28 | კატეგორია: ახალი ამბები

ქუთაისში, მარჯანიშვილის ქუჩაზე ხეები გადაიბელა. სამუშაოებს ა(ა)იპ "სპეციალური სერვისები" ასრულებს.
ორგანიზაციის თანამშრომლები იმ ხეების გადაბელვას ახორციელებენ, რომლებიც მოსახლეობისათვის და საცხოვრებელი კორპუსებისათვის საფრთხეს წარმოადგენს.
როგორც ა(ა)იპ ,,სპეციალური სერვისების" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელმა გიორგი მჟავანაძემ განაცხადა, მოჭრილი ხის მერქანი სოციალურად დაუცველებს გადაეცემათ.
ასევე, "სპეციალურმა სერვისებმა" მწვანე-ყვავილას ქუჩაზე ღვარსადენის ქსელის რეაბილიტაცია და ფოთის ქუჩაზე წყლის ამოტუმბვის სამუშაოები განახორციელა. სამუშაოების ფარგლებში სოლომონ მეორის ქუჩაზე, გზის მარკირების პროცესიც დასრულდა.