Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

'90-იან წლებში დაგვაბრუნეს,'-წყლის გარეშე დარჩენილი მოსახლეობის გასაჭირი ქუთაისში

თარიღი : 27-06-2016, 12:20 | კატეგორია: ახალი ამბები, სტატიები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისში, ნიკეას ქუჩაზე მაცხოვრებლებს მეექვსე დღეა სასმელი წყალი არ მიეწოდებათ. მოსახლეობა, რომელიც საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge-ს დაუკავშირდა, აცხადებს, რომ ხელისუფლებამ ისინი ზამთარში ბუნებრივი აირის, ხოლო ზაფხულში სასმელი წყლის გარეშე დატოვა.

"10 თვეა რაც ნიკეას ქუჩაზე სამუშაოები მიდის. წყალთან დაკავშირებით დაგვტანჯეს. ამ სიცხეში გაუსაძლის მდგომარეობაში ვართ. ამბობენ, რომ შეცდომაა დაშვებული გაყვანილობებში და მილებს სიდიდე არ ჰყოფნის წყლის გასატარებლად. ერთი საათით გამოუშვებენ წყალს და ვცდილობთ, რომ დასალევი წყალი მაინც ავიღოთ. ნიკეას მოსახლეობას 08:00 საათიდან 10:00 საათამდე აქვს წყალი, მერე საერთოდ არ მოდის. ახლა კიდევ ეს გათიშვები დაემატა. გუშინ ერთი საათით მოვიდა წყალი, მაგრამ შუქი გაითიშა და დავრჩით ისე. დაგვაბრუნეს 90-იან წლებში. აქ ცხოვრებას აზრი არ აქვს. ზამთარში, თებერვალში სამი დღით გაზი გაგვითიშეს და ზაფხულში-წყალი," - ამბობს ნიკეას ქუჩაზე მცხოვრები მანანა ასათიანი.

ნიკეას ქუჩაზე რეაბილიტაციის ფარგლებში შუა გამყოფი გამწვანების ზოლი, ტროტუარები, ბორდიურები და გარე განათების სისტემები ეწყობა. ტერიტორიაზე უკვე ჩატარდა წყლის სისტემების მოსაწესრიგებელი სამუშაოები, რომელსაც თურქული კომპანია ''SMK'' ახორციელებდა. პროექტის სატენდერო ღირებულება 7 549 000 ლარს შეადგენს. ამ დროისათვის ქუჩაზე ასფალტის საფარის დაგება მიმდინარეობს.

"საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში Topnews.com.ge-ს განუცხადეს, რომ ნიკეას ქუჩაზე წყალმომარაგება 27 ივნისს, 18:00 საათზე აღდგება, ხოლო მომდევნო დღეებში მოსახლეობისთვის სასმელი წყლის მიწოდება ჩვეული გრაფიკით გაგრძელდება. რაც შეეხება წყლის სისტემის რეაბილიტაციის პროცესში დაშვებულ შეცდომებს, კომპანიის პრესსამსახურში, აღნიშნულს არასწორ ინფორმაციას უწოდებენ.

"როგორც იცით, ქუთაისში აზიის განვითარების ბანკის მიერ გამოყოფილი 86 მილიონით მასშტაბური სამუშაოები მიმდინარეობს, რომელიც 2018 წელს დასრულდება და და ქუთაისის ყველა მცხოვრები 24-საათიანი წყალმომარაგებით იქნება უზრუნველყოფილი. ამ ეტაპზე ძველი ქსელის ახალ ქსელზე გადართვა მიმდინარეობს, რასაც მოსახლეობისათვის სასმელი წყლის მიწოდების კუთხით შეფერხებები ახლავს,"- აცხადებს ნინო რამიშვილი.


ნანახია: 2858-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ამ ეტაპზე ნიკეას ქუჩაზე ასფალტის საფარის აღება მიმდინარეობს საფრეზი ტექნიკით. ასევე, ეწყობა ბორდიურები.
საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge გთავაზობთ ფოტოს, რომელზეც ასახულია ნიკეას ქუჩა სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ.
ქუთაისში, რუსთაველის ქუჩის მოსახლეობის ნაწილს სასმელი წყალი არ მიეწოდება.
სასმელი წყლის მიწოდების მოთხოვნით მოსახლეობა გელათის ქუჩის დასაწყისში შეიკრიბა და გზა გადაკეტა.
ნიკეას ქუჩა ყველაზე მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტია, რომელიც ქუთაისში ამ ეტაპზე ხორციელდება.
ქუთაისის ნაწილს და მიმდებარე სოფლებს, 27 ივნისს წყლის მიწოდება დროებით შეუწყდება.

ამინდი